საინფორმაციო შეხვედრა ბიბლიოთეკაში: 28.09.2026

საინფორმაციო შეხვედრა ბიბლიოთეკაში:

2026 წლის 28-29 სექტემბერს, თბილისის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა საბიბლიოთეკო ელოქტრონულ ბაზებთან დაკავშირებით, პირველკურსელთა და მობილობით წესით გადმოსულ სტუდენტებთან.

შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნა შემდეგი ძირითადი საკითხები:

 * საბიბლიოთეკო წესები და სერვისები: სტუდენტები გაეცნენ ბეჭდური ლიტერატურით სარგებლობის, წიგნის გატანისა და დაბრუნების ვადებს, აგრეთვე სამკითხველო დარბაზის ფუნქციონირების განრიგსა და ქცევის წესებს.

 * ელექტრონული კატალოგი და ბაზები: შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ელექტრონული კატალოგის გამოყენების მეთოდოლოგიასა და საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებთან წვდომის შესაძლებლობებს.

 * აკადემიური მხარდაჭერა: ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა ისაუბრა იმ დამხმარე სერვისებზე, რომლებიც სტუდენტებს სასწავლო და კვლევითი ნაშრომების მომზადების პროცესში საჭირო ლიტერატურის მოძიებაში დაეხმარება.

შეხვედრა წარიმართა ინტერაქციულ რეჟიმში. სტუდენტებმა მიიღეს პრაქტიკული რჩევები და ამომწურავი პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე.

ბიბლიოთეკა აქტიურად აგრძელებს სტუდენტთა აკადემიური და კვლევითი საქმიანობის მხარდაჭერას.

მსგავსი სიახლეები

23 სექტემბერს 11:00 საათზე თჰუში გაიმართა შეხვედრა პირველკურსელებთან! 23.09.2019

23 სექტემბერს 11:00 საათზე თჰუში გაიმართა შეხვედრა პირველკურსელებთან!

23 სექტემბერს 11:00 საათზე თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა პირველკურსელებთან...

ვრცლად
„სტუდფესტი 2025“  მეორე ეტაპი დაიწყო 21.08.2025

„სტუდფესტი 2025“ მეორე ეტაპი დაიწყო

   სსიპ ახალგაზრდობის სააგენტო საქართველოს განათლების, მეცნიე...

ვრცლად