Elsevier-ის მათემატიკურ მეცნიერებათა მხარდაჭერის ფონდის (MSSF) საგრანტო კონკურსი ინკლუზიური კვლევითი ინიციატივებისთვის
თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის კვლევებისა და განვითარების ცენტრი უნივერსიტეტის აკადემიურ და მოწვეულ პერსონალს, მკვლევრებსა და სტუდენტებს იწვევს მონაწილეობა მიიღონ Elsevier-ის მათემატიკურ მეცნიერებათა მხარდაჭერის ფონდის 2026 წლის საჯარო კონკურსში.
თემა: „ხიდების გადება: ინკლუზიის განვითარება მათემატიკურ, სტატისტიკურ და კომპიუტერულ მეცნიერებებში“
დაფინანსება: ერთწლიანი გრანტი, 500-დან 4 000 აშშ დოლარამდე
რა ფინანსდება: ინოვაციური პროგრამები, მენტორობა და სათემო ინიციატივები, რომლებიც ამცირებს მონაწილეობისა და კარიერული წინსვლის ბარიერებს და თანაბარ შესაძლებლობებს ქმნის კარიერის ყველა ეტაპზე მყოფი ადამიანებისთვის.
რა არ ფინანსდება: კონფერენციების ორგანიზება, რელიგიური ან პოლიტიკური საქმიანობა, მომგებიანი ორგანიზაციები და ელექტრონული აღჭურვილობის (კომპიუტერი, ლეპტოპი, მობილური ტელეფონი) შეძენა.
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 30 სექტემბერი
შედეგების გამოცხადება: 2026 წლის ნოემბრის ბოლო
დეტალური ინფორმაცია და განაცხადის ფორმა: https://www.elsevier.com/en-gb/subject/mathematics/mathematical-sciences-sponsorship-fund
განაცხადის მომზადებასთან დაკავშირებული კონსულტაციისთვის მიმართეთ კვლევებისა და განვითარების ცენტრს. rdc@thu.edu.ge
მსგავსი სიახლეები
ტრენინგი თემაზე: ზრდასრულთა სწავლების თანამედროვე მეთოდები
2020 წლის 26-28 ოქტომბრის ჩათვლით იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ თბილისის ჰუმა...
ვრცლადონლაინ სამუშაო შეხვედრა ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის აკადემიურ და მოწვეულ პერსონალთან
2021 წლის 30 მაისს, ჰუმანიტარული ფაკულტეტის ორგანიზებით, ჩატარდა ონლაინ სამუშაო შეხვედრა ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის აკადემიურ და მო...
ვრცლადმოხსენება საერთაშორისო კონფერენციაზე
თბილისის ჰუმანიტრული სასწავლო უნივერსიტეტის ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის პროფესორები: აფილი...
ვრცლად
