Erasmus+ კონკურსი აკადემიური პერსონალისთვის  მიკოლას რომერის უნივერსიტეტში (ვილნიუსი, ლიეტუვა) 02.10.2026

Erasmus+ კონკურსი აკადემიური პერსონალისთვის მიკოლას რომერის უნივერსიტეტში (ვილნიუსი, ლიეტუვა)

თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტი აცხადებს მობილობას აკადემიური პერსონალისათვის, 2026-2027 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში, მიკოლას რომერის უნივერსიტეტში (MRU, ვილნიუსი, ლიეტუვა).

 

მობილობა ცხადდება ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus+ პროგრამის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება თჰუ-სა და მიკოლას რომერის უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური შეთანხმების საფუძველზე.

 

მიკოლას რომერის უნივერსიტეტი არის ერთ-ერთი წამყვანი სახელმწიფო უნივერსიტეტი ლიეტუვაში. ვიზიტი განხორციელდება ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის (Faculty of Human and Social Studies) მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში (Teaching Week on Neurodidactics, 2027 წლის 15-19 მარტი).

 

თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს (განათლების მეცნიერებების/პედაგოგიკის, ფსიქოლოგიის, სოციალური სამუშაოს, კომუნიკაციისა და ჰუმანიტარული მიმართულებებიდან) ეძლევა უნიკალური შესაძლებლობა, სრული დაფინანსებით გაატარონ 1 კვირა მიკოლას რომერის უნივერსიტეტში, აიმაღლონ კვალიფიკაცია და გაიზიარონ გამოცდილება.

 

Erasmus+ პერსონალის მობილობის პროგრამა სრულად ფარავს ვიზიტის ხარჯებს:

  • ინდივიდუალური მხარდაჭერა (დღიური სტიპენდია): ფარავს საცხოვრებელ, კვებისა და ყოველდღიურ ხარჯებს 5 სალექციო და 2 მგზავრობის დღეზე.
  • მგზავრობის გრანტი: ანაზღაურებს ორმხრივი ავიაბილეთის (მგზავრობის) ხარჯს.

 

აკადემიური პერსონალის შესარჩევი პროცესი:

პერსონალის შერჩევა განხორციელდება ღია კონკურსის წესით.

 

შესარჩევი კრიტერიუმები და წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • CV ინგლისურ ენაზე;
  • შეთავაზებული ლექციების/ვორქშოფების თემები და მოკლე ანოტაცია ინგლისურ ენაზე;
  • ინგლისური ენის B2/C1 დონეზე ფლობის დადასტურება.

 

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 30 ოქტომბერი

 

დამატებითი ინფორმაცია საერთაშორისო სასწავლო კვირეულის შესახებ იხილეთ ბმულზე:

http://staffmobility.eu/staffweek/mru-international-teaching-week

განაცხადის მომზადების, პროცედურული საკითხებისა და შიდა კონსულტაციისთვის, მიმართეთ თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს: ngelitashvili@thu.edu.ge

მსგავსი სიახლეები

სტუდფესტი-2025 14.05.2025

სტუდფესტი-2025

მიმდინარე წლის 6 მაისს თბილისის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტს „სტუდფესტი 2025“-ის წარმომადგენლები ეწვივნენ. საინფორმაციო შეხვედრაზე, სტუმრებმა დეტალურად ისაუბრე...

ვრცლად