ჟან მონეს აკადემია 2026, მოწვევა სტუდენტებისთვის
ჟან მონეს აკადემია 2026, პროექტ EnlargEU-ს ფარგლებში, ინგლისური ენის მცოდნე სტუდენტებისათვის 26-30 ოქტომბერს, ევროპის უნივერსიტეტში მართავს შეხვედრას, რომელიც ეძღვნება ევროკავშირის გაფართოებასა და საქართველოს ევროპულ პერსპექტივებს.
სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად განიხილონ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი და კანდიდატი ქვეყნების გამოცდილება.
სპიკერები:
- სტივენ ბლოკმანსი და თინათინ ახვლედიანი (ევროპული პოლიტიკის კვლევების ცენტრი, CEPS, ბელგია);
- კრისტოფ ჰილიონი (ოსლოს უნივერსიტეტი, ნორვეგია);
- ბიძინა ლებანიძე (იენის უნივერსიტეტი, გერმანია);
- თომას კრუსმანი (კენტის უნივერსიტეტის Global Europe Centre, გაერთიანებული სამეფო);
- თათია დოლიძე (ევროპის უნივერსიტეტი, საქართველო).
26-30 ოქტომბერი, 2026 | ონლაინ, Zoom | 14:30-20:30, თბილისის დროით
სამუშაო ენაა ინგლისური; საჭიროა მინიმუმ B1 დონე.
პროგრამის წარმატებით დასრულებისას მონაწილეები მიიღებენ ევროპის უნივერსიტეტის ოფიციალურ სერტიფიკატს და ევროპულ აკადემიურ კრედიტებს (ECTS). საჭიროა ონლაინ შეხვედრების მინიმუმ 70%-ზე დასწრება და საწყისი და საბოლოო ტესტების შესრულება.
31 ოქტომბრის დასკვნით შეხვედრაზე, ევროპის უნივერსიტეტში (თბილისი), დასწრება სავალდებულო არ არის. დამსწრე სტუდენტები სერტიფიკატს ბეჭდურად მიიღებენ, ხოლო ონლაინ მონაწილეებს კი სერტიფიკატები დაეგზავნებათ ელექტრონულად.
რეგისტრაცია 20 ოქტომბრის 23:59-მდე:
https://forms.gle/qAqrbzud1mU1cBoC9
შერჩევის შედეგს აპლიკანტები ელფოსტით მიიღებენ.
სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების სამსახური
გისურვებთ წარმატებას!
მსგავსი სიახლეები
6 აპრილის ვებინარები სტუდენტებისა და ახალგაზრდებისთვის!
Erasmus+-ის ეროვნული ოფისი, ESN-თან ერთად, 6 აპრილს უმასპინძლებს ონლაინ შეხვედრებს სტუნდეტებისა და ახალგაზრდებისთვის! შეხვედრებზე დამ...
ვრცლად
