შპს "DLG&Case” -იურიდიული კომპანია ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 16.10.2026

შპს "DLG&Case” -იურიდიული კომპანია ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

2026 წლის პირველ ოქტომბერს თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტსა და იურიდიულ კომპანია შპს "DLG&Case”-ს წარმომადგენელთა შორის  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

 

მემორანდუმი მიზნად ისახავს სამართლის საბაკალავრო პროგრამის დამამთავრებელი კურსის სტუდენტების პროფესიული პრაქტიკის კომპონენტის განხორციელებაში ურთიერთთანამშრომლობას, რაც გულისხმობს სამართლის აკადემიური პროგრამის ეფექტურ განხორციელებსა და ამავე პროგრამის სტუდენტთა თეორიული ცოდნის და პრაქტიკული უნარების განვითარებას, შრომის ბაზრის მოთხოვნებზე ადეკვატური, იურიდიული კადრების მომზადებას და მათ დასაქმებაში ხელშეწყობას.

 

კომპანიის წარმომადგენლები, უნივერსიტეტის იურიდიული კლინიკის (იურიდიული დახმარების ცენტრის) ბაზაზე, სტუდენტებისათვის ჩაატარებენ საჯარო ლექციებს, ვორქშოფებს, ტრენინგებსა და სემინარებს, რაც ხელს შეუწყობს სტუდენტთა ცნობიერების ამაღლებას, საადვოკატო საქმიანობის ეთიკურ და პროფესიულ სტანდარტებთან მიმართებით, დარღვეული უფლებებისა და პრაქტიკული უნარების განვითარებასა და პროფესიული კომპეტენციების გაძლიერებას.

 

 

სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების

სამსახური გისურვებთ წარმატებას!