"დროში გაცოცხლებული ქართული რიტმები"  გიწვევთ ფატი თურმანიძის პერსონალურ გამოფენაზე 21.10.2026

"დროში გაცოცხლებული ქართული რიტმები" გიწვევთ ფატი თურმანიძის პერსონალურ გამოფენაზე

2026 წლის 26 ოქტომბერს, საქართველოს კულტურის სამინისტროსა და „შემოქმედებითი საქართველოს“ ხელშეწყობით, საგამოფენო სივრცე "IArt”-ი გიწვევთ, პირველი ქართველი ქალი ოსტატის, ფატი თურმანიძის პერსონალურ გამოფენაზე, რომელიც ქართული კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთ გამორჩეულ ნაწილს, უძველეს ხალხურ საკრავებს ეძღვნება.

გამოფენა, მიზნად ისახავს ქართული ხალხური საკრავების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობას, ქართული კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციასა და უძველესი ხელობის ახალი თაობისთვის გადაცემას, რომელსაც მრავალასუკუნოვანი ისტორია აქვს.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ავტორის მიერ შექმნილი ქართული ხალხური უძველესი დასარტყამი საკრავები. მისი მრავალწლიანი საქმიანობა  ემსახურება ქართული, ტრადიციული ხელობის შენარჩუნებასა და ახალგაზრდებისათვის მათ გადაცემას.

გამოფენა გაიხსენება  26 ოქტომბერს და გაგრძელდება 30 ოქტომბრის ჩათვლით.

12:00 სთ-დან 20:00 სთ-მდე

 

მისამართი: გალერია “IArt” ქ.თბილისი, დ.უზნაძის ქ. N13

გამოფენაზე დასწრება უფასოა

 

 

სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების

სამსახური გისურვებთ წარმატებას!