თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის პროფესორმა პოლონეთში გამართულ საერთაშორისო ფორუმში - XX International Tool Fair - მიიღო მონაწილეობა
თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის (THU) საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა, პროფესორმა ნონა გელიტაშვილმა, პოლონეთის ქალაქ სოპოტში გამართულ რიგით მე-20 საერთაშორისო ფორუმში - XX International Tool Fair – GREEN FUTURE: Tools for Sustainable Transformation - მიიღო მონაწილეობა.
აღნიშნული მაღალი დონის საგანმანათლებლო ფორუმი ორგანიზებული იყო პოლონეთისა (FRSE) და საფრანგეთის Erasmus+ ეროვნული სააგენტოების მიერ, SALTO Green-თან პარტნიორობით. საერთაშორისო პლატფორმამ ქალაქ სოპოტში თავი მოუყარა ევროპის სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და კვლევითი ცენტრების აკადემიურ პერსონალსა და ექსპერტებს.
საერთაშორისო საგანმანათლებლო პლატფორმის (International Tool Fair) მთავარი მიზანი საგანმანათლებლო სექტორში ინოვაციური მეთოდოლოგიების, ციფრული ინსტრუმენტებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებაა. წლევანდელი საიუბილეო ღონისძიების ცენტრალურ თემას „მწვანე მომავალი: ინსტრუმენტები მდგრადი ტრანსფორმაციისთვის“ წარმოადგენდა.
ვიზიტის ფარგლებში პროფესორი ნონა გელიტაშვილი აქტიურად მონაწილეობდა შემდეგ სესიებსა და სამუშაო ფორმატებში:
- ინოვაციური სასწავლო ინსტრუმენტები (Tools Workshops): უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში ინტერაქტიული, სიმულაციური და ციფრული სწავლების მეთოდების დანერგვის პრაქტიკული ასპექტები;
- თემატური სესიები (Tools to Explore): მდგრადი განვითარების მიზნებისა (SDG) და ეკოლოგიური ცნობიერების ინტეგრირება საუნივერსიტეტო კურიკულუმებსა და ინსტიტუციურ მართვაში;
- ინტერნაციონალიზაცია და აკადემიური პარტნიორობა (Hot Spot & Networking): ევროპულ უნივერსიტეტებთან ორმხრივი აკადემიური მობილობის, ინტერკულტურული პროექტებისა და ერთობლივი ინიციატივების დაგეგმვა Erasmus+-ისა და European Solidarity Corps-ის პროგრამების ფარგლებში;
- საგანმანათლებლო გამოცდილების ტრანსფერი (Transferability & Peer Learning): საერთაშორისო პრაქტიკის ადაპტირება უნივერსიტეტების ინტერნაციონალიზაციის სტრატეგიასა და სასწავლო პროცესში.
მსგავსი მასშტაბის საერთაშორისო აკადემიურ ფორუმებში თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის ჩართულობა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ინსტიტუციის ინტერნაციონალიზაციის პროცესს, ევროპელ პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავებასა და საგანმანათლებლო სივრცეში თანამედროვე სტანდარტებისა და „მწვანე ტრანსფორმაციის“ პრინციპების დამკვიდრებას.
დამატებითი ინფორმაცია ღონისძიების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ SALTO Education & Training -ის ოფიციალურ პლატფორმაზე.
მსგავსი სიახლეები
Erasmus+ ფარგლებში თჰუს 2 სტუდენტი პიტესტის უნივერსიტეტში ისწავლის
თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტსა და პიტესტის უნივერსიტეტს (რუმინეთი) შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, Erasmus+ პროგრ...
ვრცლადEuraxess Georgia ავრცელებს ინფორმაციას მენტორინგის საერთაშორისო პროგრამის შესახებ
Euraxess Georgia ავრცელებს ინფორმაციას მენტორინგის საერთაშორისო პროგრამის შესახებ. პროგრამა ღიაა ნებისმიერი სფეროს წარმომადგენელი მკვლე...
ვრცლად
