საზაფხულო სკოლა - კონსტიტუციური და ადამიანის უფლებათა სამართალი 23.06.2018

საზაფხულო სკოლა - კონსტიტუციური და ადამიანის უფლებათა სამართალი

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის და USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" (EWMI/PROLoG) ფინანსური მონაწილეობით და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტთან თანაშრომლობით იწვევს იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს საზაფხულო სკოლის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.

 

2018 წლის საზაფხულო სკოლის სასწავლო პროგრამა:

  • კონსტიტუციური კონტროლის მოდელები აშშ-სა და ევროპაში;
  • ევროკავშირის კონსტიტუციური სამართალი;
  • ადამიანის უფლებათა შეზღუდვის სტანდარტები;
  • სასჯელის პროპორციულობის კონსტიტუციური სტანდარტები;
  • ნარკოტიკულ დანაშაულებთან დაკავშირებული კონსტიტუციური სტანდარტები;
  • ნარკოტიკული საშუალებების კონტროლის პოლიტიკა.
  •  

საზაფხულო სკოლის ფარგლებში ლექციები ჩატარდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, ქ. ბათუმში. საზაფხულო სკოლის მონაწილეები უზრუნველყოფილი იქნებიან ტრანსპორტირებით და განთავსდებიან სასტუმროში „პიაცა ბუტიკი ბათუმი“.

საზაფხულო სკოლის მონაწილეები გაეცნობიან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოსა და ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს პრაქტიკას, მონაწილეობას მიიღებენ იმიტირებულ სასამართლო პროცესებში. უცხოელი ლექტორების მონაწილეობით ლექციები ჩატარდება ინგლისურ ენაზე.

 

საზაფხულო სკოლის  ლექციებს გაუძღვებიან:

  • იან კომარეკი - კოპენჰაგენის უნივერსიტეტის ევროკავშირის სამართლის პროფესორი;
  • რობერტ შაპირო - ემორის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორი;
  • რიჩარდ ვოგლერი - სასექსის უნივერსიტეტის სისხლის სამართლის პროფესორი;
  • ჰანს კრომბაგი - სასექსის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და კრიმინოლოგიის კვლევის ცენტრის პროფესორი;
  • ერინ დელანეი - ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორი;
  • ეკჰარდ პახე - ვურცბურგის იულიუს მაქსიმილიანის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი.
  • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები;

 

საზაფხულო სკოლის კურსის დასრულების შემდეგ, წარმატებულ კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ექნებათ, ანაზღაურებადი სტაჟირება გაიარონ საკონსტიტუციო სასამართლოში.

 

სავალდებულო მოთხოვნები:

დაინტერესებული კანდიდატი

  • უნდა იყოს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი ან კურსდამთავრებული; 
  • თავისუფლად უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას. 

შერჩეული კანდიდატები გაივლიან ტესტირებას (ინგლისურ ენასა და სამართალში) და გასაუბრებას.

 

დაინტერესებულ სტუდენტებს ვთხოვთ, წარმოადგინონ CV და სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე (არა უმეტეს 250 სიტყვა) არა უგვიანეს 25 ივნისის 18.00 საათისა შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: summerschool2018@constcourt.ge.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ მოგვმართოთ:

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო 

ბათუმი, მ. აბაშიძის ქ. #16/18,

სასამართლოს აპარატის შენობა

ტელ.: +995 422 276164

ელ. ფოსტა: summerschool2018@ constcourt.ge

მსგავსი სიახლეები

ტრენინგი: საერთაშორისო მაღალი იმპაქტფაქტორის ჟურნალებში სამეცნიერო სტატიის გამოქვეყნების შესახებ 30.09.2019

ტრენინგი: საერთაშორისო მაღალი იმპაქტფაქტორის ჟურნალებში სამეცნიერო სტატიის გამოქვეყნების შესახებ

2019 წლის 2 ოქტომბერს 13:00 საათზე, კვლევებისა და განვითარების ცენტრის ორგანიზებით ასოც. პროფესორი იამზე თ...

ვრცლად
თჰუს სამართლის ფაკულტეტის პროფესორი დავით გეფერიძე სტუმრად სატელევიზიო გადაცემაში 15.10.2021

თჰუს სამართლის ფაკულტეტის პროფესორი დავით გეფერიძე სტუმრად სატელევიზიო გადაცემაში

სატელევიზიო რუბრიკა „საუბრები ავიაციაზე“ მიეძღვნა პროფესორ დავით გეფერიძის სახელმძღვანელოს „საერთაშორისო საჰაერო სამართა...

ვრცლად
თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტსა და ფსიქოთერაპიული გეშტალტ კლინიკას შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 17.06.2021

თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტსა და ფსიქოთერაპიული გეშტალტ კლინიკას შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

* ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები, ფსიქოთერაპიული გეშტალტ კლინიკის კვალიფიცირებულ და ევროპული (EAGT) აკდრედიტაციის მქონე პროფ...

ვრცლად