2018 წლის 25-29 ივლისს, ხორციელდება საზაფხულო ბანაკი!
კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციის ორგანიზებით და ქ.თბილისის მერიის მხარდაჭერით, 2018 წლის 25-29 ივლისს, ხორციელდება საზაფხულო ბანაკი სახელწოდებით თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიები და უსაფრთხოება. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 80 (მათ შორის თჰუდან 5-6) სტუდენტის საზაფხულო ბანაკში წაყვანა, სადაც ისინი საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით ცოდნას გაიღრმავებენ.ბანაკში მონაწილეები შეირჩევა საქართველოს უმაღლესი სასწავლებლის ინფორმატიკის, ინჟინერიის, ეკონომიკისა, ჟურნალისტიკის, ბიზნესის და სამართლის სპეციალობებიდან.
საზაფხულო ბანაკი გაიმართება ბაზალეთის სასწავლო ცენტრში. ბანაკში მონაწილე სტუდენტები უზრუნლვეყოფილები იქნებიან ტრანსპორტირებით, საცხოვრებლითა და კვებით.
პროექტში მონაწილეობის მსურველებმა მიმართეთ ნიკა დუდაშვილს.
მსგავსი სიახლეები
ღია კონკურსის შედეგი
შპს "თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის" მიერ ვაკანტურია კადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურს...
ვრცლადბიზნესის ადმინისტრირების ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა აკრედიტებულია!
თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტი სიამაყით გაცნობებთ, რომ ბიზნესის ადმინისტრირების ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამას წარმატებით მიენიჭა აკრედიტაცია!
ვრცლად
