ძვირფასო სტუდენტებო! გაიმართება ქართული კულტურული ღირებულებების მხარდამჭერი ღონისძება! 07.12.2018

ძვირფასო სტუდენტებო! გაიმართება ქართული კულტურული ღირებულებების მხარდამჭერი ღონისძება!

ძვირფასო სტუდენტებო!

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II – ის ლოცვა-კურთხევით ანსამბლი „სამება“ (ხელმძღვანელი: გიორგი სუხიშვილი) აგრძელებს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ქართული კულტურული ღირებულებების (განსაკუთრებით, მუსიკალური ტრადიციების) მხარდამჭერი ღონისძიებების გამართვას. ამჯერად, ანსამბლი წარმოგიდგენთ კონცერტს, რომელზეც წარმოჩინდება ქართული მუსიკალური ფოლკლორის მრავალფეროვნება და სიდიადე. თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი დიდი პატივით უერთდება ამ მნიშვნელოვან წამოწყებას და 2018 წლის 17 დეკემბერს, 14 საათზე, წმ. ბარბარეს სახელობის დღესასწაულზე, უთმობს ანსამბლს თავის საუნივერსიტეტო სივრცეს. კონცერტზე მონაწილეობას მიიღებენ სტუდია „ნანა“-ს (ხელმძღვანელი: კომპოზიტორი ნანა დაუშვილი) წარჩინებული აღსაზრდელები. გვეყოლება საპატიო სტუმარიც, პოეტი ნანა ცინცაძე.   

დასწრება თავისუფალია.

უნივერსიტეტის ადმინისტრაცია მადლობას უხდის ბატონ გიორგი სუხიშვილს, ქალბატონებს: ნანა დაუშვილსა და ნანა ცინცაძეს მხარდაჭერისათვის.  

მსგავსი სიახლეები

თჰუმ დააფინანსა და გახდა პარტნიორი პროექტის - კულტურა საზღვრებს გარეშე 18.06.2018
სასერტიფიკატო კურსები ბუღალტერიის მიმართულებით 16.06.2021

სასერტიფიკატო კურსები ბუღალტერიის მიმართულებით

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი გთავაზობთ სასერტიფიკატო კურსებს ბუღალტერიის მიმართულებით.

ვრცლად