საჯარო სამსახურის ბიურომ დაიწყო სტაჟირების პროგრამის მე-10 ნაკადი მიღება
საჯარო სამსახურის ბიურომ დაიწყო სტაჟირების პროგრამის მე-10 ნაკადი მიღება. პროექტის ფარგლებში ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ სტაჟირება გაიარონ სხვადასხვა სახელმწიფო სამსახურში.
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ:
▪️ ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს;
▪️ მაგისტრატურის სტუდენტებს;
▪️ დოქტორანტურის სტუდენტებს;
პროგრამაში მონაწილეობისათვის აუცილებელი პირობაა:
▪️ მაღალი აკადემიური მოსწრება, რაც დასტურდება GPA-ით (მინიმუმ 3.0);
▪️პროგრამაში მონაწილეობის შესახებ თანხმობის ფორმაზე ხელის მოწერა.
თანხმობის შესახებ განაცხადი:
პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა 1-დან 31 მარტის ჩათვლით ხელი უნდა მოაწერონ თანხმობის ფორმას, რისთვისაც საჭიროა მობრძანდეთ თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 12:00-დან 16:00 საათამდე N 22 აუდიტორიაში.
დამატებით ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ საჯარო სამსახურის ბიუროს სტაჟირების პროგრამის ვებგვერდს: http://stajireba.gov.ge/ ![]()
მსგავსი სიახლეები
კახი ყურაშვილი შერჩეულ იქნა საბჭოს წევრად!
თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის პრორექტორი პროფესორი კახი ყურაშვილი შერჩეულ იქნა სსიპ განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის...
ვრცლადეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის მემორანდუმი შპს „ორ ნაბიჯთან“
გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი თბი...
ვრცლადსამუშაო შეხვედრა თემაზე - ანტიპლაგიატის პროგრამის იმპლემენტაციის შესახებ.
2022 წლის 4 ოქტომბერს თბილისის ჰუმანიტ...
ვრცლად
