საერთაშორისო კონფერენცია - ევროპული კვლევები
2019 წლის 19-20 დეკემბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ევროპისა და ამერიკის კვლევების ინსტიტუტთან (ათენი) თანამშრომლობით, აღმოსავლეთის პარტნიორობის 10 წლისთავის ფარგლებში, ატარებს საერთაშორისო კონფერენციას ,,ევროპული კვლევები“.
კონფერენციის თემატიკა მოიცავს შემდეგ დარგებს: პოლიტიკა, ეკონომიკა, სამართალი, ისტორია, ფილოლოგია, კულტურა, უსაფრთხოება, რელიგია. სამეცნიერო ნაშრომებისა და მოხსენებების თემატიკა, ძირითადად, დაკავშირებული უნდა იყოს ევროპასთან.
კონფერენციაში მონაწილე მეცნიერებისა და მკვლევრების სტატიები გამოიცემა ინგლისურენოვანი კრებულის სახით.
დაინტერესებული პირები კონფერენციის ორგანიზატორებს უნდა დაუკავშირდნენ სექტემბრის ბოლომდე. E-mail: euroinstitute@gtu.ge
კვლევებისა და განვითარების ცენტრი - ია თაბორიძე, გივი მაკალათია
მსგავსი სიახლეები
კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად!
შპს „თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი“ (შემდგომში - თჰუ)
ვრცლადბათუმის მუნიციპალიტეტის მერიასთან გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი!
2017 წლის 04 აპრილს თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტსა და ქ. ბათუმის მერიას შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი,...
ვრცლად
