ააიპ სამართლებრივი დახმარებისა და საზოგადოებრივი ჩართულობის მუნიციპალურ ცენტრთან გაფორმდა ხელშეკრულება 12.06.2016

ააიპ სამართლებრივი დახმარებისა და საზოგადოებრივი ჩართულობის მუნიციპალურ ცენტრთან გაფორმდა ხელშეკრულება

2016 წლის 11 ივნისს შპს თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტსა და ააიპ „სამართლებრივი დახმარებისა და საზოგადოებრივი ჩართულობის მუნიციპალურ ცენტრს“ შორის გაფორმდა იურიდიული კლინიკური განათლების მიღების შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც თჰუ სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ თბილისის მერიის სამსახურებსა და თბილისის რაიონულ გამგეობებში საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული სასწავლო-საწარმოო პრაქტიკა გაიარონ. ხელშეკრულების დადებას ესწრებოდნენ თჰუ რექტორი ქ-ნი ვალენტინა საყვარელიძე, პრორექტორი პროფესორი კახი ყურაშვილი, სამართლის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები, აგრეთვე ცენტრის მხრიდან, დირექტორი ქ-ნი მარინა ბერაძე, დირექტორის მოადგილე - ავთანდილ ხარატი და ცენტრის პრესცენტრის წარმომადგენელი ქ-ნი ლიზი მეტრეველი. ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის მხრიდან პრორექტორმა ბატონმა კახი ყურაშვილმა, ხოლო ააიპ „სამართლებრივი დახმარებისა და საზოგადოებრივი ჩართულობის მუნიციპალურ ცენტრის“ მხრიდან, ცენტრის დირექტორმა ქ-ნა მარინა ბერაძემ. ქ-ნმა მარინამ თჰუ სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს გააცნო შეთავაზებული პროგრამის მიზნები და ამოცანები, ხოლო ბატონმა ავთანდილმა - პროგრამის დეტალები და პრაქტიკის გავლის პირობები.

მსგავსი სიახლეები

სტაჟირება - საქართველოს ბანკის ინფრასტრუქტურის  კეთილმოწყობის სამსახურში 22.05.2025

სტაჟირება - საქართველოს ბანკის ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის სამსახურში

საქართველოს ბანკი ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში ყველა მიმართულების III, IV კურსის სტუდენტსა და კურსდამთავრებულს სთავაზობს ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის სამსახურში სტ...

ვრცლად
საჯარო სამსახურის ბიურო იწყებს სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის მე-12 ნაკადს! 09.02.2020
ღია კონკურსის შედეგი 20.12.2023

ღია კონკურსის შედეგი

შპს "თბილისის ჰუმანიტარული 

ვრცლად