კონკურსი 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში აშაფენბურგის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში (გერმანია) სწავლის მსურველთათვის 06.02.2020

კონკურსი 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში აშაფენბურგის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში (გერმანია) სწავლის მსურველთათვის

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში აშაფენბურგის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში (გერმანია) სწავლის მსურველთათვის.

 

კონკურსი განკუთვნილია ბიზნესის ადმინისტრირებისა და სამართლის საბაკალავრო  პროგრამების მე-2 და მე-3 კურსის სტუდენტებისათვის, რომელთაც გააჩნიათ თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის აქტიური სტუდენტის სტატუსი. უნივერსიტეტებს შორის ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, გერმანიაში სწავლისას მოპოვებული კრედიტების აღიარება დაბრუნების შემდეგ მოხდება თბილისის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში.

 

სწავლა წარიმართება გერმანულ და/ან ინგლისურ ენაზე. სტუდენტებს მოეთხოვებათ გერმანული ან ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონის ფლობა.

 

სტუდენტი ფარავს ცხოვრებისა და მგზავრობის ხარჯებს: სტუდენტური საცხოვრებელი უნივერსიტეტის კამპუსში - 280 ევრო (თვეში), კვება: - 160 ევრო (თვეში), ავიაბილეთები  + დაზღვევა.

 

რეგისტრაციისთვის მიმართეთ თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს, 25 იანვრიდან  10 თებერვლის ჩათვლით. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, საუკეთესო კანდიდატების გამოსავლენად, გაიმართება ტესტირება და გასაუბრება.

 

კითხვების არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს, ასევე ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტისა და სამართლის ფაკულტეტის დეკანატებს.

 

დამატებითი ინფორმაცია მიმღები უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული კურსების შესახებ იხილეთ შემდეგ ბმულებზე:

 

 

მსგავსი სიახლეები

ტრენინგი "საერთაშორისო ელექტრონულ ბაზებთან წვდომა" 13.04.2025

ტრენინგი "საერთაშორისო ელექტრონულ ბაზებთან წვდომა"

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტისა და (ა)იპ "საქართველოს ბიბლიოთეკების ინტეგრირებული საინფორმაციო ქსელის კონსორციუმი"-ს  ერთობლივი გადაწყვეტი...

ვრცლად
ჩეხეთის სახელმწიფოს სტიპენდიები სტუდენტებისა და მკვლევარებისთვის 15.03.2021

ჩეხეთის სახელმწიფოს სტიპენდიები სტუდენტებისა და მკვლევარებისთვის

ჩეხეთის სახელმწიფომ საქართველოს მოქალაქეებისთვის 2021-2022  წლსთვის  გამოყო  სტიპენდიები&nb...

ვრცლად