მობილობის წესით თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველთა საყურადღებოდ!
2016–2017 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრისათვის მობილობის წესით სტუდენტთა თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში გადმოსვლისათვის (გარე მობილობისათვის) განისაზღვროს შემდეგი ოდენობით ვაკანტური ადგილები:
ა) სამართლის საბაკალავრო პროგრამა – 15 ადგილი;
ბ) ბიზნესის ორგანიზაციისა და მართვის საბაკალავრო პროგრამა (ქართულენოვანი) – 15 ადგილი;
გ) ევროპეისტიკის საბაკალავრო პროგრამა – 10 ადგილი;
დ) დიპლომირებული სტომატოლოგის ერთსაფეხურიანი პროგრამა (ქართულენოვანი) – 10ადგილი;
ე) ბიზნესის ორგანიზაციისა და მართვის საბაკალავრო პროგრამა (რუსულენოვანი) – 15 ადგილი;
ვ) დიპლომირებული სტომატოლოგის ერთსაფეხურიანი პროგრამა (რუსულენოვანი) – 10ადგილი;
ზ) სლავური ფილოლოგიის სამაგისტრო პროგრამა - 5ადგილი;
2. სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერმა (ნ. ბიჩენოვი) უზრუნველყოს გარე მობილობის უზრუნველსაყოფად გამოყოფილი ვაკანტური ადგილების სათანადო წესით რეგისტრაცია 2016 წლის 22 ივლისამდე, სსიპ „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში“ ;
3. თბილისის ჰუმანიტარულსასწავლო უნივერსიტეტში მობილობის მსურველთა (გარე მობილობა) რეგისტრაცია განხორციელდეს 2016 წლის 27 ივლისიდან 18 აგვისტოს 18:00 საათამდე, სსიპ „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის“ ვებ–გვერდზე ელექტრონულად (www.eqe.ge );
4. 2016 წლის 22 აგვისტოს 10.00 საათიდან 6 სექტემბრის 17.00 საათამდე განხორციელდეს გარემობილობით ჩასარიცხ სტუდენტთა მიერ თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენა :
ა) პირადობის მოწმობის (ან პასპორტის) ასლი;
ბ) ატესტატის ასლი;
გ) ჩარიცხვის ბრძანების ასლი ან ამონაწერი (იმ უსდ-დან, რომლიდანაც გადმოდის);
დ) აკადემიური ცნობა.
მსგავსი სიახლეები
საბაკალავრო ნაშრომების დაცვა ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტზე
2021 წლის 15-23 ივლისს, თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტზე, შედგა საბაკალავრო ნაშრომ...
ვრცლადEuraxess Georgia ავრცელებს ინფორმაციას მენტორინგის საერთაშორისო პროგრამის შესახებ
Euraxess Georgia ავრცელებს ინფორმაციას მენტორინგის საერთაშორისო პროგრამის შესახებ. პროგრამა ღიაა ნებისმიერი სფეროს წარმომადგენელი მკვლე...
ვრცლად
