დისტანციური სწავლება თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში 25.04.2020

დისტანციური სწავლება თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში

ქვეყანაში შექმნილი ახალი კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საგანმანათლებლო დაწესებულებები დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა. ელექტრონული სწავლების გამოწვევებსა და პერსპექტივებზე იმსჯელა თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ და მიიღო გადაწყვეტილება ციფრული Zoom პლატფორმის სარგებლობის შესახებ. 

აღნიშნული პროგრამის გამოყენებასთან დაკავშირებით დაწესებულების თანამშრომლებსა და პროფესორ-მასწავლებლებს  ჩაუტარდათ  შესაბამისი ტრენინგი. 2020 წლის პირველი აპრილიდან თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ყველა ფაკულტეტი გადავიდა დისტანციური სწავლების რეჟიმზე. უნივერსიტეტი გამოთქვამს მზადყოფნას სხვადასხვა სასწავლო აქტივობების ონლაინ განხორციელების თაობაზე.

მსგავსი სიახლეები

სასერტიფიკატო კურსები ქართული ენის მიმართულებით 29.05.2023

სასერტიფიკატო კურსები ქართული ენის მიმართულებით

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივ...

ვრცლად
თჰუ-ს შრომათა კრებულის სარედაქციო კოლეგია 20.03.2022

თჰუ-ს შრომათა კრებულის სარედაქციო კოლეგია

1.    დოქტორი, პროფესორი ვალენტინა საყვარელიძე ‒ რექტორი, თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი;...

ვრცლად