საბაკალავრო ნაშრომების დაცვა ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტზე
2020 წლის 30 და 31 ივლისს, თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტზე, შედგა საბაკალავრო ნაშრომების დაცვა. ნაშრომების წარმოდგენა მოხდა Zoom-ის პლატფორმის გამოყენებით. დაცვაზე წარმოდგენილი იყო ქართულენოვანი და რუსულენოვანი საბაკალავრო ნაშრომები, რომელთაც საჯარო დაცვამდე ყველა სავალდებულო პროცედურა გაიარეს. კომისიის წევრებმა შეაფასეს ნამუშევრების შესრულების ხარისხი, საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის პერიოდში სტუდენტების მიერ შეძენილი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, მათ მიერ შესრულებული ნაშრომების კომისიისადმი წარდგენისა და პრეზენტირების უნარები. დასასრულს, ფაკულტეტის დეკანმა - პროფ. ნონა გელიტაშვილმა კურსდამთავრებულებს მიულოცა სწავლის დასრულება და ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხის მინიჭება.
მსგავსი სიახლეები
საჯარო ლექცია, თემაზე - „როგორ გავხდე ადვოკატი“
2026 წლის 16 ივნისს 15:00 საათზე თბილისის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში სამართლის, ბიზნესის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისთვი...
ვრცლადაკრედიტაციის განახლებული სტანდარტები და კლასტერული აკრედიტაციის თანმდევი პროცესები
ინტერვიუ ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მო&s...
ვრცლადსაქართველოს ეკონომიკა Covid-19-ის პანდემიამდე და პანდემიის პერიოდში
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის დავით ჯალაღონიას, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის იური პაპასქუას და თბ...
ვრცლად
