ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დეკანის - პროფ. ნონა გელიტაშვილის მონაწილეობა აშაფენბურგის გამოყენებითი მეცნიერებების  უნივერსიტეტის ონლაინ სიმპოზიუმში 13.03.2021

ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დეკანის - პროფ. ნონა გელიტაშვილის მონაწილეობა აშაფენბურგის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის ონლაინ სიმპოზიუმში

„ჰიბრიდულ-ციფრული ცოდნის ტრანსფერი უნივერსიტეტიდან ეკონომიკაში - ახალი გამოცდილება და უწყვეტი განათლების პერსპექტივები“

 
2021 წლის 11 მარტს, ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დეკანმა - პროფ. ნონა გელიტაშვილმა მონაწილეობა მიიღო აშაფენბურგის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის ონლაინ სიმპოზიუმში, ცოდნის ტრანსფერისა დაუწყვეტი განათლების შესახებ: „ჰიბრიდულ-ციფრული ცოდნის ტრანსფერი უნივერსიტეტიდან ეკონომიკაში - ახალი გამოცდილება და უწყვეტი განათლების პერსპექტივები“ (Symposium „Wissenstransfer und Weiterbildung: Hybrid-digitaler Wissenstransfer in Netzwerken „Hochschule-Wirtschaft“ - Neue Erfahrungen und Perspektiven der Weiterbildung.“ Technische Hochschule Aschaffenburg).

 

სიმპოზიუმში მონაწილეობას იღებდნენ მიუნხენის, აშაფენბურგის, ვიურცბურგის, ბაიროითის და სხვა გერმანული უნივერსიტეტების წარმომადგენლები. საქართველოდან კი - თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი.

 

2020 წლის მარტიდან დაწყებულმა პროცესებმა ცოდნის ტრანსფერისა და აკადემიური უწყვეტი განათლების სფეროს ყოვლისმომცველი და რადიკალური იმპულსები შესძინა. კორონავირუსით გამოწვეულმა ცვლილებებმა განაპირობა ცოდნის გადაცემის მეთოდების ხელახალი გააზრება და სათავე დაუდო მნიშვნელოვან ცვლილებებს ევროკავშირის რეგიონული განვითარების სტრატეგიაში. აშაფენბურგის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ სიმპოზიუმში წარმოდგენილი იყო პრაქტიკული მაგალითები იმის შესახებ, თუ როგორ ხდება უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში ციფრული ცოდნის ტრანსფერი საუნივერსიტეტო და ბიზნეს სფეროებს შორის; მომხსენებლებმა წარმოადგინეს კვლევის შედეგები იმაზე, თუ როგორ შეიძლება სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების დაინტერესება ჰიბრიდული სწავლების თანამედროვე მეთოდებით. სიმპოზიუმის ბოლო ნაწილი დაეთმო ვორკშოპებს, რომლის მსვლელობაშიც აქტიურად ჩაერთო პროფ. ნონა გელიტაშვილი. ვორკშოპი წარიმართა დისკუსიისა და ჯგუფური მუშაობის ფორმატში. სიმპოზიუმი დასრულდა ვორკშოპებზე მიღებული შედეგების შეჯამებითა და იმ ცოდნის გაზიარებით, რომელიც მონაწილეებმა პანდემიის პერიოდში, ჰიბრიდულ-ციფრული განათლების სფეროში საკუთარი გამოცდილებით დააგროვეს.

მსგავსი სიახლეები

საჯარო ლექცია თემაზე:  „თანამედროვე ევროპის კავშირის ფუნქციონირების სამართლებრივი ბაზის თაობაზე (სახელმწიფოთა გაწევრიანება/გასვლის სამართლებრივი პროცედურები)“ 03.10.2024

საჯარო ლექცია თემაზე: „თანამედროვე ევროპის კავშირის ფუნქციონირების სამართლებრივი ბაზის თაობაზე (სახელმწიფოთა გაწევრიანება/გასვლის სამართლებრივი პროცედურები)“

2024 წლის 15 ოქტომბერს, 12:00 სთ-ზე თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში გაიმართება სამართლის დოქტორის, პროფესორ დავით გეფერიძის საჯარო ლექცია თემა...

ვრცლად
2019 წლის ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსი 07.06.2019

2019 წლის ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსი

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებ...

ვრცლად