საგანმანათლებლო პროექტი - უწყვეტი განათლება
საჯარო ლექციათა ციკლი - „სამართალი და კანონმდებლობა“
(II ეტაპი)
2021 წლის 26 აპრილს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტზე Online პლატფორმა ZOOM-ის გამოყენებით ჩატარდა საჯარო ლექცია, თემაზე - "საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სამართლებრივი ასპექტები", რომელსაც უძღვებოდა სამართლის ფაკულტეტის აფილირებული პროფესორი, მანანა ხვედელიძე.
საჯარო ლექციას ესწრებოდა სხვადასხვა უნივერსიტეტის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტები.
პროფესორმა, მანანა ხვედელიძემ საკუთარი მრავალწლიანი, პროფესიული გამოცდილება გაუზიარა მსმენელს, მათ შორის ვრცლად ისაუბრა საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრებთან არსებულ კონფლიქტურ სიტუაციაზე. წარმოდგენილმა თემატიკამ სტუდენტთა დიდი ინტერესი გამოიწვია. ლექციის დასასრულს გაიმართა დებატები, საჯარო ფორმატში.
მსგავსი სიახლეები
საჯარო ლექცია თემაზე - პროფესია ეკონომისტი
ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის ორგანიზებით 29 ივნისს, 17:00 საათზე ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე "პროფესია ეკონომისტი&quo...
ვრცლადკახი ყურაშვილი შერჩეულ იქნა საბჭოს წევრად!
თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის პრორექტორი პროფესორი კახი ყურაშვილი შერჩეულ იქნა სსიპ განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის...
ვრცლად
