ვებინარი სტუდენტთა ONLINE შეფასების შესახებ 26.05.2021

ვებინარი სტუდენტთა ONLINE შეფასების შესახებ

2021 წლის 25 მაისს, Erasmus+ საქართველოს ეროვნული ოფისისა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ჩატარდა ვებინარი, რომელსაც საქართველოს 23 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების 59 წარმომადგენელი დაესწრო. წამყვანი პარტნიორი გახლდათ - დისტანციური განათლების უნივერსიტეტების ევროპული ასოციაცია (EADTU). ვებინარს ესწრებოდნენ თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენლებიც: პროფ. ნონა გელიტაშვილი, ასოც. პროფ. ნანა ბიჩენოვი, სოფიო მგალობლიშვილი და ქეთი ცერცვაძე. ვებინარი ეხებოდა online სწავლების დროს სტუდენტთა შეფასების საკითხებს, პანდემიის პირობებში არსებულ გამოწვევებს, სწავლების თანამედროვე მიდგომებსა და სხვადასხვა ქვეყნებში დაგროვილ გამოცდილებას.

მსგავსი სიახლეები

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტური კონფერენცია 21.12.2019

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტური კონფერენცია

2019 წლის 20 დეკემბერს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ჯანდაცვის ფაკულტეტისა და კვლევებისა და...

ვრცლად
გამარჯვებული საგრანტო პროექტი 05.02.2024

გამარჯვებული საგრანტო პროექტი

გამარჯვებული საგრანტო პროექტი თემაზე: "ახალგაზრდების სამეწარმეო კომპეტენციების ფორმირება და მათი განვითარების ხელშემწყობი ფაქტორების განსაზღვრა“. თბილისის ჰ...

ვრცლად