ვებინარი თემაზე - 1918 წლის 26 მაისი: საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადება
2021 წლის 28 მაისს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტისა და ააიპ ,,სამოქალაქო განათლების ცენტრის“ ორგანიზებით ჩატარდა ვებინარი, რომელიც მიეძღვნა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადების დღეს, 2018 წლის 26 მაისს.
ვებინარს უძღვებოდა საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერთანამშრომელი, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის ინსტიტუტის მკვლევარი, არაერთი სახელმძღვანელოსა და მეცნიერეული ნაშრომის ავტორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი - ოთარ ჯანელიძე, მან ისაუბრა საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომის შესახებ, სადაც საბჭომ, ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით ერთხმად დაამტკიცა „საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი“.
წარმოდგენილმა თემატიკამ მრავალირცხოვანი მსმენელის ინტერესი გამოიწვია, დაისვა არაერთი შეკითხვა, საქართველოს ისტორიული წარსულიდან, რაზეც ამომწურავი პასუხები მიიღეს ვებინარის მონაწილეებმა.
მსგავსი სიახლეები
აკადემიური საბჭოსა და წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევნები დაინიშნა 20 მაისს!
შპს „თბილისის ჰუმანიტარულ...
ვრცლადეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დეკანმა, პროფ. ნონა გელიტაშვილმა მონაწილეობა მიიღო აშაფენბურგის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის ონლაინ სიმპოზიუმში
2021 წლის 23 სექტემბერს, ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დეკანმა - პროფ. ნონა გელიტაშვილმა მონაწილეობა მიიღო თბილისის ჰუმანიტა...
ვრცლად
