ამერიკული საუნივერსიტეტო განათლების პრინციპების დანერგვა STEM დისციპლინებში 04.06.2021

ამერიკული საუნივერსიტეტო განათლების პრინციპების დანერგვა STEM დისციპლინებში

"ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საქართველო" სან დიეგოს უნივერსიტეტის კოორდინირებით ახორციელებს პროექტს ამერიკული საუნივერსიტეტო განათლების პრინციპების დანერგვა STEM დისციპლინებში, რომელიც ითვალისწინებს:
  • სან დიეგოს უნივერსიტეტის მეცნიერთა მიერ ონლაინ ფორმატში ლექციების ჩატარებას შემდეგ საკითხებზე: კვლევის მეთოდები, კვლევის პროცესი, პუბლიკაციები, კომუნიკაციები, სამეცნიერო ლიტერატურის გამოყენება, კვლევის ეთიკა და სამეცნიერო რესურსების გამოყენება, ფონდების მოძიება;
  • სტაჟირების კურსს დოქტორანტურის სტუდენტებისთვის სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომლის ფარგლებში დოქტორანტები გაივლიან სადოქტორო კვლევას სან დიეგოს უნივერსიტეტის ფაკულტეტის მენტორის უშუალო ხელმძღვანელობით. 
დეტალური ინფორმაცია პროექტის შესახებ ხელმისაწვდომია ბმულზე: 

მსგავსი სიახლეები

ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის მემორანდუმი შპს „ორ ნაბიჯთან“ 18.06.2018
სამართლის ფაკულტეტზე ჩატარდა პროფესორ-მასწავლებელთა ონლაინ-შეხვედრა 29.09.2020

სამართლის ფაკულტეტზე ჩატარდა პროფესორ-მასწავლებელთა ონლაინ-შეხვედრა

2020 წლის 25 სექტემბერს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტზე ჩატარდა პროფესორ...

ვრცლად