მობილობის წესით თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველთა საყურადღებოდ! 09.08.2021

მობილობის წესით თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველთა საყურადღებოდ!

2021–2022  სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობისთვის თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში გადმოსვლისათვის აცხადებს მიღებას :

სამართლის საბაკალავრო პროგრამა – 10 ვაკანტური ადგილი;

ბიზნესის ორგანიზაციისა და მართვის საბაკალავრო პროგრამა (ქართულენოვანი) – 5 ვაკანტური ადგილი;

ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამა – 5 ვაკანტური  ადგილი;

დიპლომირებული სტომატოლოგის ერთსაფეხურიანი პროგრამა (ქართულენოვანი) - 5 ვაკანტური ადგილი;

ბიზნესის ორგანიზაციისა და მართვის საბაკალავრო პროგრამა (რუსულენოვანი) – 3 ვაკანტური ადგილი  ;

დიპლომირებული სტომატოლოგის ერთსაფეხურიანი პროგრამა (რუსულენოვანი) – 3 ვაკანტური ადგილი;

ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა - 5 ვაკანტური ადგილი.

ფარმაციის საბაკალავრო პროგრამა - 5 ვაკანტური ადგილი.

 

მობილობის წესით სწავლის გაგრძელების მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მობილობის ელექტრონულ პორტალზე: https://students.emis.ge/  რეგისტრაციის ვადა განსაზღვრულია 2021 წლის 16 აგვისტოდან 30 აგვისტოს 18:00 საათამდე.  

ელექტრონულ პორტალზე დადებითი შედეგის შემთხვევაში საჭიროა სტუდენტის თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში  გამოცხადებ და საჭირო საბუთების წარმოდგენა:

) პირადობის მოწმობის (ან პასპორტის) ასლი;

) ატესტატის ასლი;

) ჩარიცხვის ბრძანების ასლი ან ამონაწერი (იმ უსდ-დან, რომლიდანაც გადმოდის);

) აკადემიური ცნობა;

) ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;

) სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის სათანადოდ დამოწმებული ასლები;

) წვევამდელის სამხედრო - სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

) ფოტოსურათი ¾ - ბეჭდური 3 ცალი;

) ცნობა სახელმწიფო გრანტის  მინიჭების შესახებ, რომელიც გაიცემა სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ;

) უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი; (უცხოელებისათვის);

) ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის უფლების მინიჭების თაობაზე ბრძანება (უცხოელებისათვის).

საბუთების მიღება ხორციელდება 2021 წლის 3 სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა) 10:00 საათიდან 16:00 საათამდე.

 

მობილობის წესებისა და პროცედურების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: 255 24 24; 254 59 08;  იხ. თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ვებ-გვერდი: http://www.thu.edu.ge/ka ან იხ. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებ-გვერდი:  https://emis.ge/news/2017/

მსგავსი სიახლეები

თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტსა და ფსიქოთერაპიული გეშტალტ კლინიკას შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 17.06.2021

თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტსა და ფსიქოთერაპიული გეშტალტ კლინიკას შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

* ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები, ფსიქოთერაპიული გეშტალტ კლინიკის კვალიფიცირებულ და ევროპული (EAGT) აკდრედიტაციის მქონე პროფ...

ვრცლად
ასოცირების 6 წელი საქართველოსთვის 28.05.2020
სემინარი: კვლევითი პროექტების დაგეგმვა, კვლევის კომერციალიზაცია და ინტერნაციონალიზაცია 03.07.2021

სემინარი: კვლევითი პროექტების დაგეგმვა, კვლევის კომერციალიზაცია და ინტერნაციონალიზაცია

2021 წლის 2 ივლისს, THU-ში აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის ჩატარდა სემინარი კვლევითი პროექტების დაგეგმვის, კვლევის კომერციალიზაციისა და ინტერნაციონალიზაციის საკი...

ვრცლად