ხარკოვის მეხუთე საერთაშორისო იურიდიული ფორუმი 31.08.2021

ხარკოვის მეხუთე საერთაშორისო იურიდიული ფორუმი

20-24 სექტემბრის ჩათვლით, უკრაინის, იაროსლავ მუდრის ეროვნული სამართლის უნივერსიტეტის ორგანიზებით ტარდება ხარკოვის მეხუთე საერთაშორისო იურიდიული ფორუმი.

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი აღნიშნულ ფორუმზე წარსდგება მოწვეული პარტნიორის სტატუსით. 
აღნიშნული ფორუმი სასარგებლო და ინფორმაციულია სამართლის ლექტორებისა და სტუდენტებისთვის. 

ფორუმის მომხსენებლები იქნებიან უკრაინის სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები, ცნობილი ექსპერტები მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებიდან, ასევე ღონისძიებაში მონაწილებას მიიღებენ უკრაინელი მეცნიერები და მკვლევარები.

ხარკოვის საერთაშორისო იურიდიულ ფორუმს 2018 წელს უკრაინის მინისტრთა კაბინეტის მხრიდან ეროვნული ღონისძიების სტატუსი მიენიჭა და მას მხარს უჭერს უკრაინის იუსტიციის, ეკონომიკის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროები. 

ფორუმი ჩატარდება ონლაინ ფორმატში, Zoom-ის  პლატფორმის მეშვეობით.    

ღონისძიების პროგრამა იხილეთ აქ: Programme of Discussion Panels  

რეგისტრაციისა და სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გადადით ბმულზე: 
https://legalforum.nlu.edu.ua/en/

მსგავსი სიახლეები

სტუდენტებში რელიგიური ტურიზმის მეტი პოპულარიზაცის მიზნით თჰუში გაიმართება საჯარო ლექცია! 13.12.2018

სტუდენტებში რელიგიური ტურიზმის მეტი პოპულარიზაცის მიზნით თჰუში გაიმართება საჯარო ლექცია!

სტუდენტებში რელიგიური ტურიზმის მეტი პოპულარიზაცის მიზნით თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში საჯარ...

ვრცლად
მასწავლებლების პროფესიული განვითარების ტრენინგ-სემინარები თჰუ-ში! 06.12.2016

მასწავლებლების პროფესიული განვითარების ტრენინგ-სემინარები თჰუ-ში!

თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში 2016 წლის 9-11 დეკემბერს ტარდება მასწავლებლების პროფესიული გან...

ვრცლად