საქართველოს ბიბლიოთეკების  ინტეგრირებული ქსელის კონსორციუმი  სამეცნიერო ჟურნალების პროექტი გრძელდება... 31.08.2022

საქართველოს ბიბლიოთეკების ინტეგრირებული ქსელის კონსორციუმი სამეცნიერო ჟურნალების პროექტი გრძელდება...

 

31 აგვისტოს 12 საათზე სამეცნიერო ჟურნალების პროექტის ფარგლებში ჩატარდება ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა „DOAJ: სამეცნიერო ჟურნალების ინდექსაცია“. შეხვედრა დეტალურად შეეხება ღია წვდომის სამეცნიერო ჟურნალების ბაზას DOAJ (Directory of Open Access Journals) რომელიც აერთიანებს 18.000 ჟურნალს მთელი მსოფლიოს მასშტაბით და მონაწილეებს გააცნობს ბაზაში ჟურნალის ინდექსირების კრიტერიუმებსა და პროცედურას. შეხვედრის ხანგრძლივობაა 2 საათი.

შეხვედრას გაუძღვება DOAJ-ის წარმომადგენელი საქართველოში - ნათია გაბედავა. შეხვედრა ჩატარდება zoom პლატფორმაზე.

https://us02web.zoom.us/j/89971085518

აქვე, გაცნობებთ რომ პირველ და ორ სექტემბერს დაგეგმილია OJS (Open Journal Systems) ტრენინგი 4 ნაკადად.

თითოეულ დღეს ჩატარდება ორი ერთსაათიანი ტრენინგი სხვადასხვა დროს: 12 საათზე და 3 საათზე. შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენთვის მოსახერხებელი დრო და დაესწროთ.

ტრენინგი განკუთვნილია იმ ჟურნალებისთვის, რომელთაც სურთ ისწავლონ პლატფორმაზე openjournals.ge ჟურნალების ადმინისტრირება, ახალი და საარქივო ნომრებისა და სტატიების ატვირთვა, რათა სამომავლოდ, დამოუკიდებლად მართონ საკუთარი ჟურნალების გვერდები.

ტრენინგს გაუძღვება ნატალი გიორგობიანი, openjournals.ge-ის ადმინისტრატორი. შეხვედრა ჩატარდება zoom პლატფორმაზე.

 https://us02web.zoom.us/j/89971085518

მსგავსი სიახლეები

2021 წლის 18 დეკემბერს  გაიმართება ადმინისტრაციული სამართლის ფორუმი 04.12.2021

2021 წლის 18 დეკემბერს გაიმართება ადმინისტრაციული სამართლის ფორუმი

საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის, იურიდიული პროფესიის განვითარების ცენტრისა და შავის ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ო...

ვრცლად
სასტიპენდიო პროგრამა რუმინეთში! 02.03.2026

სასტიპენდიო პროგრამა რუმინეთში!

ქ. ბუქარესტის (რუმინეთი) პოლიტექნიკური მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ერ...

ვრცლად