გაცვლითი პროგრამა გერმანიაში სტუდენტების საყურადღებოდ!!! 27.09.2022

გაცვლითი პროგრამა გერმანიაში სტუდენტების საყურადღებოდ!!!

    თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს მობილობას 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში აშაფენბურგის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში (გერმანია) სწავლის მსურველთათვის.

     კონკურსი განკუთვნილია ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის  სტუდენტებისათვის, რომელთაც გააჩნიათ თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის აქტიური სტუდენტის სტატუსი. უნივერსიტეტებს შორის ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, გერმანიაში სწავლისას მოპოვებული კრედიტების აღიარება დაბრუნების შემდეგ მოხდება თბილისის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში.

    სწავლა წარიმართება ინგლისურ ენაზე. სტუდენტებს მოეთხოვებათ ინგლისური ენის მინიმუმ B1 დონის ფლობა.

სტუდენტი ფარავს ცხოვრებისა და მგზავრობის ხარჯებს:
სტუდენტური საცხოვრებელი უნივერსიტეტის კამპუსში - 300 ევრო (თვეში), კვება, ავიაბილეთები + დაზღვევა. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ გაცვლითი სტუდენტებისთვის განკუთვნილი ლინკი და გზამკვლევი:

https://www.youtube.com/watch?v=Nw4R5vSd0cI

https://www.th-ab.de/en/education/exchange-students/course-offer

რეგისტრაციისთვის მიმართეთ თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს, ან ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დეკანატს, 1 ოქტომბრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, საუკეთესო კანდიდატების გამოსავლენად, გაიმართება ტესტირება და გასაუბრება.

 

მსგავსი სიახლეები

სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა 22.11.2022

სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახორციელებს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსების...

ვრცლად
თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტური კონფერენცია 21.12.2019

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტური კონფერენცია

2019 წლის 20 დეკემბერს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ჯანდაცვის ფაკულტეტისა და კვლევებისა და...

ვრცლად