ტრენინგი - „IFES-ის სამოქალაქო განათლების კურსების ეფექტური სწავლების მეთოდოლოგია“
თბილისში 24-25 სექტემბერს, საერთაშორისო ფონდის (IFES), ორგანიზებით, USAID-ის საარჩევნო და პოლიტიკური პროცესების პროგრამის ფარგლებში ჩატარდა ტრენინგი „IFES-ის სამოქალაქო განათლების კურსების ეფექტური სწავლების მეთოდოლოგია.“
ტრენინგში მონაწილეობდნენ IFES-ის მიერ შექმნილი საუნივერსიტეტო კურსის „დემოკრატია და მოქალაქეობის“ და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სამოქალაქო განათლების მოდულის დამწყები პედაგოგები. სამოქალაქო განმანათლებლებისთვის ჩატარებული ინტერაქტიული ორდღიანი ტრენინგი მოიცავდა შემდეგ თემებს: დემოკრატიის, სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოების ძირითადი მახასიათებლები, ადგილობრივი თვითმმართველობის პრინციპები, ადამიანის უფლებების თაობები და თვისებები, სტუდენტური სამოქალაქო ჩართულობის პროექტების განხორციელების ეტაპები.
2010 წლიდან IFES, USAID-ის თანადგომით, ზრუნავს უნივერსიტეტებისა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სამოქალაქო განათლების კურსების ლექტორთა გადამზადებაზე, სტუდენტების სამოქალაქო კომპეტენციის ამაღლებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათ აქტიურ მონაწილეობაზე.
მსგავსი სიახლეები
ვორქშოპი: „მშვიდობის შენარჩუნება: ტრავმა, დიალოგი, და მდგრადი გადაწყვეტილებების მრავალმხრივობა“
თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის...
ვრცლადბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის მიერ, ერთობლივად წარდგენილი იქნა საგრანტო პროექტი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის მიერ, ერთობლივად წარდგ...
ვრცლადგაცვლითი პროგრამა ბულგარეთში
თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, Erasmus+...
ვრცლად
