საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის
2022 წლის 5-8 სექტემბერს საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის წევრებმა, სპეციალური მოწვევით მონაწილეობა მიიღეს ევროპის სამართლის ინსტიტუტის 22-ე ყოველწლიურ კონფერენციაში, სტუმრებს უმასპინძლა მადრიდის უნივერსიტეტმა (ესპანეთი).
კონფერენციაში მონაწილეობდა ორგანიზაციის წევრი, თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის აფილირებული, ასისტენტ პროფესორი, ნათია ქაჯაია.
ევროპული სამართლის ინსტიტუტი (ELI) არის დამოუკიდებელი არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც შექმნილია კვლევის ინიცირების, ჩატარებისა და ხელშეწყობის, რეკომენდაციების და პრაქტიკული ხელმძღვანელობის უზრუნველსაყოფად ევროპული სამართლებრივი განვითარების მიზნით.
მრავალფეროვანი სამართლებრივი ტრადიციების სიმდიდრეზე დაყრდნობით, მისი მისიაა ევროპაში უკეთესი კანონშემოქმედების ძიება და ევროპული სამართლებრივი ინტეგრაციის გაძლიერება. თავისი ძალისხმევით, ELI ცდილობს წვლილი შეიტანოს ევროპული იურიდიული საზოგადოების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში.
მსგავსი სიახლეები
თჰუში ჩატარდება სემინარი კვლევითი პროექტების დაგეგმვის, კვლევების კომერციალიზაციისა და ინტერნაციონალიზაციის შესახებ
2021 წლის 2 ივლისს 16:00 საათზე თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდება სემინარი კვლევითი პროექტების დაგეგმვის, კვლევების კო...
ვრცლადთჰუ აკადემიურმა საბჭომ დაამტკიცა 2 ახალი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა
2016 წლის 29 იანვარს გაიმართა თჰუ აკადემიური საბჭოს სხდომა №1. აკადემიურმა საბჭომ განიხილა და დაამტკიცა 2 ახალი საბაკალავრო საგანმანათლ...
ვრცლად
