არ გამოტოვო, მიიღე მონაწილეობა!  სტუდენტთა საერთაშორისო, ინტერდისციპლინური სამეცნიერო კონფერენცია 16.01.2023

არ გამოტოვო, მიიღე მონაწილეობა! სტუდენტთა საერთაშორისო, ინტერდისციპლინური სამეცნიერო კონფერენცია

2023 წლის 22-23 აპრილს თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტი, სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტთან ერთად, სტუდენტთა საერთაშორისო პირველ ინტერდისციპლინურ სამეცნიერო კონფერენციას უმასპინძლებს.
         კონფერენცია დისტანციურ ფორმატში, ინგლისურ ენაზე წარიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებენ ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტები, აკადემიის მეცნიერები, განმანათლებლები და მკვლევარები, მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
     ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს, რომელთაც სურთ კონფერენციაზე თავიანთი ნაშრომების წარმოდგენა, 2023 წლის 19 თებერვლამდე შეუძლიათ გამოაგზავნონ აბსტრაქტები (მაქსიმუმ 350 სიტყვა) მითითებულ ბმულზე: 
 
https://forms.gle/gYpHzgKX6oMdZXTR8

ხოლო, იმ სტუდენტებს, რომელთაც სურვილი აქვთ, დაესწრონ კონფერენციას, ნაშრომების წარმოდგენის გარეშე, შეუძლიათ რეგისტრაცია გაიარონ შემდეგ ბმულზე:  https://forms.gle/iwXUtukdprwCZRYPA

მეცნიერებსა და განმანათლებლებს კი შესაძლებლობა აქვთ წარმოადგინონ საკუთარი მოსაზრებები და შეთავაზებები, როგორც კონფერენციის საპატიო მომხსენებლებმა, შესაბამისად მათ შეუძლიათ გამოაგზავნონ აბსტრაქტები, ინგლისურენოვან CV-სთან ერთად, შემდეგ ელ-ფოსტაზე:  info.institute.strategic.research@gmail.com  სათაურში “Conference – Keynote Speech” მითითებით.

დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/3kf3mSC

 

მსგავსი სიახლეები

სასერტიფიკატო კურსები ბუღალტერიის მიმართულებით 16.06.2021

სასერტიფიკატო კურსები ბუღალტერიის მიმართულებით

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი გთავაზობთ სასერტიფიკატო კურსებს ბუღალტერიის მიმართულებით.

ვრცლად
საჯარო სამსახურის ბიურო იწყებს სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის მე-12 ნაკადს! 09.02.2020
სტუდენტთა და აბიტურიენტთა  კონფერენცია 03.02.2019

სტუდენტთა და აბიტურიენტთა კონფერენცია

სტუდენტთა და აბიტურიენტთა  კონფერენცია

ვრცლად