მივლინება საფრანგეთში
მიმდინარე წლის 27 ივნისს, საფრანგეთში, ქალაქ სტრასბურგში საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის გამგეობის წევრი და თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, მოწვეული პერსონალი ნათია ქაჯაია უნივერსიტეტის დაფინანსებით სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდა ევროპის საბჭოსა და ევროპის პარლამენტში.
სასწავლო ვიზიტის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ ევროპის საბჭოს ფორმირების წესს, საქმიანობის სპეციფიკას, მუშაობის პრინციპებსა და მნიშვნელობას. შეხვედრაზე განხილულ იქნა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების წესი და პროცედურები, აღსრულების პროცესში ადვოკატის ჩართულობის მნიშვნელობა და აღსრულების პროცესის ზედამხედველობის მექანიზმები. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ვიზიტის მონაწილეებისათვის გაიმართა სამუშაო შეხვედრა სასამართლოს HUDOC-ის პროგრამის მუშაობის სპეციფიკისა და წესის შესახებ. სასწავლო ვიზიტის ფარგლებში მონაწილეები ესტუმრნენ ევროპის პარლამენტს. შეხვედრისას განხილული საკითხები ეხებოდა პარლამენტის წევრების არჩევის წესს, საქმიანობის პრინციპებს, სპეციფიკას და მუშაობის წესს.
სასწავლო ვიზიტის მონაწილე იურისტები შეხვდნენ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეს, ბატონ ლადო ჭანტურიას. შეხვედრაზე განხილულ იქნა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს უახლესი პრაქტიკა, ბოლო წლებში ამავე სასამართლოს მიერ მიღებული მნიშვნელოვანი და პრეცედენტული გადაწყვეტილებები. შეხვედრაზე საუბარი იყო აგრეთვე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივრის შეტანის პროცედურებზე, ვადებზე, ეტაპებზე, წესებსა და საჩივრის შევსების თავისებურებებზე.
მსგავსი სიახლეები
ონლაინ საერთაშორისო სამეცნიერო დისკუსია თემაზე - აუცილებელი მოგერიების და უკიდურესი აუცილებლობის აქტუალური საკითხები სისხლის სამართალში
თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის პარტნიორი ორგანიზაცია „სამართლის მეცნიერთა კავშირი“ 2021 წლის 18 ნოემბერს 1...
ვრცლადიდეების კონკურსი - Green Innovation Challenge
COVID_19 - ით გამოწვეულმა კრიზისიმა მსოფლიო უამრავი ახალი სირთულის წინაშე დააყენა. შედეგად, ე.წ. „ეკ...
ვრცლადინგლისური ენის შემსწავლელელი უფასო ონლაინ კურსები თჰუში
თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში 2020 წლის 2 ნოემბრიდან მიმდინარეობს ინგლისური ენის შემსწ...
ვრცლად
