Europe101  უფასო დისტანციური პროგრამა ახალგაზრდა ლიდერებისთვის! 30.03.2023

Europe101 უფასო დისტანციური პროგრამა ახალგაზრდა ლიდერებისთვის!

 ბრიტანული ორგანიზაცია Common Purpose აცხადებს ევროპის კონტინენტზე მცხოვრები 18-დან 25 წლამდე ახალგაზრდების მიღებას ოთხკვირიანი უფასო დისტანციური პროგრამისთვის Europe101.

პროგრამა 2023 წლის მაისი-ივნისის პერიოდში განხორციელდება და მონაწილეები შეძლებენ Liquid Leadership-ის მოდელის დაუფლებას.

Europe101-ის პროგრამის შემქმნელებს შორის არიან უნგრეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გორდონ ბახნაი, Common Purpose-ის დამფუძნებელი, ჯულია მიდლტონი, Financial Times-ის რედაქტორი, ენდრიუ ჯეკი და სხვები. კურსმა უკვე გააერთიანა 946 მონაწილე ევროპის კონტინენტის 43 ქვეყნიდან.

პროგრამის დასრულების შემდეგ, წარმატებული კურსდამთავრებულები მიიღებენ შესაბამის სერტიფიკატს. დეტალური ინფორმაციისა და სარეგისტრაციო ფორმის ნახვა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე:  https://rb.gy/lrf6ts

მსგავსი სიახლეები

ტრენინგი თემაზე: ფსიქოლოგიის შასაძლებლობები 07.11.2020

ტრენინგი თემაზე: ფსიქოლოგიის შასაძლებლობები

2020 წლის 27 ოქტომბერს ჰუმანიტარული ფაკულტეტის  ფსიქოლოგიის პროგრამის ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგი თე...

ვრცლად
ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის კვლევის საგრანტო პროგრამა 2021-2022 16.03.2021

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის კვლევის საგრანტო პროგრამა 2021-2022

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდი (IVF) ევროპის უნივერსიტეტის ინსტიტუტთან (EUI) ერთად აცხადებს კვლევით საგრანტ...

ვრცლად