IV საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ინტერდისციპლინური კონფერენცია
2023 წლის 2 ივნისს თჰუ-ს კვლევებისა და განვითარების ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა IV საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ინტერდისციპლინური კონფერენცია.
კონფერენცია მიმდინარეობდა ჰიბრიდულ რეჟიმში, 3 სექციად:
1. სტომატოლოგია, ფარმაცია და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;
2. სამართალი; ჰუმანიტარული მეცნიერებები, ფსიქოლოგია;
3. ეკონომიკა, ბიზნესი და ტურიზმი.
კონფერენციაში მონაწილეობდა 45 მომხსენებელი როგორც საქართველოს, ისე სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტებიდან.
კონფერენციაზე მოხსენებით წარსდგნენ შესაბამისი დარგის მეცნიერები და პროფესორ/მასწავლებლები, მონაწილეთა შორის ასევე იყვნენ ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენეტებიც.
კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცათ ინგლისურენოვანი საერთაშორისო სერტიფიკატები. სამეცნიერო მასალები გამოიცემა საკონფერენციო კრებულის სახით.
IV საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ინტერდისციპლინური კონფერენციის მასალების კრებული
მსგავსი სიახლეები
ვებინარი: „ალტერნატიული განათლების გზები და ევროპული გამოცდილება“.
თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი და ProActive Group Georgia გიწვევთ ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის მიერ ორგანიზებულ ვებინარზე: „ალტერნატი...
ვრცლადთბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტს გადაეცა სერტიფიკატი
თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტს კარიერული განვითარების ცენტრისგან გადაეცა სერტიფიკატი “კა...
ვრცლადჰუმანიტარული ფაკულტეტის სტუდენტთა, კურსდამთავრებულთა და აკდემიური პერსონალის საყურადღებოდ!
ეროვნულ უმცირესობათა ინტეგრაციის მიმართულებით არსებული გამოწვევებისა და სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით, სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობ...
ვრცლად
