წარმატებული პროექტი “ახალგაზრდები ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა გაძლიერებისთვის” 25.08.2023

წარმატებული პროექტი “ახალგაზრდები ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა გაძლიერებისთვის”

2023 წლის 16 ივლისს, თბილისის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში, პროექტისახალგაზრდები ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა გაძლიერებისთვისშემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა.      

კონფერენიციის მონაწილეთა შორის იყვნენ ანალიტიკური სტატიების კონკურსში შერჩეული ნაშრომების ავტორებ და ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების წევრებ.   

კონფერენციის თემატიკა მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა, სადაც განიხილეს შემდეგი საკითხები: სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვა თაშესაფრის მაძიებელთა სტატუსის განსაზღვრის საქმეებზე საქართველოში: არსებული პრაქტიკის ანალიზი და რეკომენდაციები; განათლების უფლების რეალიზება იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთათვის (გამოწვევები და რეკომენდაციები); მუსლიმი მესხები - სამშობლოს გარეშე დარჩენილი ადამიანების ინტეგრაციასა და რეპატრიაციასთან დაკავშირებული გამოწვევები; ლტოლვილთა ინტეგრაციის ხელშეწყობა ქართულ საზოგადოებაში; საქართველოს ტერიტორიაზე კონფლიქტების შედეგად იძულებით გადაადგილებული პირების წინაშე არსებული გამოწვევები საცხოვრებლის ჭრილში და ქალთა მიმართ ძალადობა, როგორც გენდერული დევნა ლტოლვილთა საერთაშორისო სამართალში.

 

კონფერენციაზე მოხსენებები წარსდგნენ  საქართველოში უკრაინელი  ლტოლვილების ჰუმანიტარული საჭიროებების მხარდაჭერის CARE Caucasus-ის პროგრამის ასისტენტ, ოლჰა ჟაკუნეთს და საქართველოში ლტოლვილთა მიერ დაარსებული პირველი ორგანიზაციის, მრავალფეროვნების ექოს წარმომადგენელ, აჰმედ აქილმ.               

დასასრულს, კომპეტენტურმა ჟიური გამოავლინა კონკურსის გამარჯვებულები თამარ მაზანაშვილი და ნინო ჭედია. ტრენინგ-კურსისა და კონფერენციის სხვა მონაწილეებს კი გადაეცათ სერტიფიკატები.  

 

პროექტიახალგაზრდები ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა გაძლიერებისთვისკავკასიური სახლისა და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის “International Alert”-ისა და USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

მსგავსი სიახლეები

თჰუს დეკანის სამუშაო ვიზიტი გერმანიაში 18.06.2018

თჰუს დეკანის სამუშაო ვიზიტი გერმანიაში

2017 წლის 3-დან 10 დეკემბრის ჩათვლით, გერმანია...

ვრცლად
კიდევ ერთი წარმატებული პროექტი მემორანდუმის ფარგლებში - კრიტიკული და ანალიტიკური მსჯელობის უნარი 22.06.2021

კიდევ ერთი წარმატებული პროექტი მემორანდუმის ფარგლებში - კრიტიკული და ანალიტიკური მსჯელობის უნარი

2021 წლის 20 ივნისს წარმატებით ჩატარდა დისკუსია თემაზე „აბორტი-დანაშაული თუ არჩევანი?“ ერთობლივი პროექტი, თბ...

ვრცლად
ტრენინგი "საერთაშორისო ელექტრონულ ბაზებთან წვდომა" 13.04.2025

ტრენინგი "საერთაშორისო ელექტრონულ ბაზებთან წვდომა"

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტისა და (ა)იპ "საქართველოს ბიბლიოთეკების ინტეგრირებული საინფორმაციო ქსელის კონსორციუმი"-ს  ერთობლივი გადაწყვეტი...

ვრცლად