სამართლის პროგრამაზე ახალი სასწავლო კურსი „დემოკრატია და  მოქალაქეობა" დაინერგა 23.10.2023

სამართლის პროგრამაზე ახალი სასწავლო კურსი „დემოკრატია და მოქალაქეობა" დაინერგა

 

2023 წლის  5 ოქტომბერს, IFES-ის, სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის (CELA)-სა  და თბილისის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტს  შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის უპირველესი მიზანია, უნივერსიტეტში დაინერგოს IFES-ის მიერ შემუშავებული სამოქალაქო განათლების კურსის „დემოკრატია და მოქალაქეობის“ სწავლება და ამაღლდეს სტუდენტების სამოქალაქო კომპეტენციები.

თავის მხრივ, IFES, სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციასთან (CELA) ერთად და USAID-ის თანადგომით, იზრუნებს სამოქალაქო განათლების კურსის ლექტორთა გადამზადებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში სტუდენტების აქტიურ მონაწილეობაზე, რომელიც განსაზღვრავს საქართველოში დემოკრატიის განვითარებასა და მდგრადობას.

 

IFES

USAID/Georgia

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი

მსგავსი სიახლეები

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო 03.09.2025

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 2025 წლის სექტემბრიდან ცხადდება ანაზღაურებადი სტაჟირების 3-თვიანი პროგრამა საჯარო დაწესებულებებში. პრო...

ვრცლად