სამეცნიერო კონფერენცია „საქართველოს ეკონომისტის დღეს“ 24.10.2023

სამეცნიერო კონფერენცია „საქართველოს ეკონომისტის დღეს“

2023 წლის 8 სექტემბერს, თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის აფილირებული, ასოცირებული პროფესორი გივი მაკალათია მონაწილეობდა საქართველოს ეკონომისტთა V ეროვნულ სამეცნიერო კონფერენციაში, რომელიც მიეძღვნა „საქართველოს ეკონომისტის დღეს“. კონფერენცია ორგანიზებული იყო საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ეკონომიკურ მეცნიერებათა კომისიის, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტისა და პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის მიერ. კონფერენცია ეხებოდა შემდეგ თემას: "საქართველოს ეკონომიკის პოზიციონირება კონფრონტაციული გლობალიზაციის პირობებში"

გივი მაკალათიას მოხსენების თემა: "სუბიექტური ღირებულების თეორია და მისი სოციალური ასპექტები".

კონფერენცია ჩატარდა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში.

გივი მაკალათიას აბსტრაქტი გამოქვეყნებულია. აბსტრაქტების კრებულს თან ახლავს ISBN და DOI.

იხ.ლინკი. დაკლიკება

მსგავსი სიახლეები

საჯარო ლექცია - ადამიანის უფლებები და მათი დაცვის მექანიზმები 17.01.2019

საჯარო ლექცია - ადამიანის უფლებები და მათი დაცვის მექანიზმები

2019 წლის 22 იანვარს 12 საათზე თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერისტეტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება საქართველოს სახალხო დამცველის...

ვრცლად
საინტერესო პრეზენტაციები მიკრობიოლოგიაში 13.11.2019

საინტერესო პრეზენტაციები მიკრობიოლოგიაში

თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში ჯანდაცვის ფაკულტეტის II კურსელმა სტუდენტებმა მოამზადეს საინტერ...

ვრცლად