პროფ. ნონა გელიტაშვილის სამუშაო ვიზიტი გერმანიის პარტნიორ უნივერსიტეტში 24.10.2023

პროფ. ნონა გელიტაშვილის სამუშაო ვიზიტი გერმანიის პარტნიორ უნივერსიტეტში

2023 წლის 10-დან 12 ოქტომბრი ჩათვლით, გერმანიაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ნონა გელიტაშვილი. მან მიიღო მოწვევა აშაფენბურგის ტექნიკური უნივერსიტეტიდან (Technische Hochschule Aschaffenburg), რომელიც 2019 წლიდან თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის პარტნიორია. საგანგებოდ მისთვის გერმანელმა კოლეგებმა შეიმუშავეს სამდღიანი ძალიან დატვირთული და საინტერესო პროგრამა, რომელიც აშაფენბურგისა და მილტენბერგის კამპუსების მონახულებას, კოლეგებთან შეხვედრებს, ასევე ობერნბურგის კვლევითი ინდუსტრიული ცენტრის (Zentrum für Wissenschaftliche Services und Transfer (ZeWiS) in Obernburg) გაცნობას მოიცავდა.

დაგეგმილი ვიზიტის პერიოდში, პროფესორი ნონა გელიტაშვილი შეხვდა აშაფენბურგის ტექნიკური უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციაზე პასუხისმგებელ პირებს - ბიზნესის ადმინისტრირებისა და სამართლის ფაკულტეტის წარმომადგენელს - პროფ. ალექსანდრა ანგრესს, და უნივერსიტეტის ადმინისტრაციიდან - ვიცე-პრეზიდენტს, პროფ. ჰოლგერ პაშედაგს, ასევე საერთაშორისო ოფისის ხელმძღვანელს - ერნსტ შულტენს, რათა განეხილათ ქართულ და გერმანულ მხარეებს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების კონკრეტული გეგმები.

ეს ვიზიტი  სამომავლოდ ხელს შეუწყობს ჩვენს უნივერსიტეტებს შორის ურთიერთობების გაღრმავებასა და გაფართოებას.

პროფ. ნონა გელიტაშვილის ვიზიტის შესახებ ინფორმაცია განთავსდა აშაფენბურგის ტექნიკური უნივერსიტეტის Instagram და Linkedin გვერდებზე:

https://www.instagram.com/p/CyVHiwRoQGD/?img_index=1

https://www.linkedin.com/feed/update/urn:li:activity:7118689616030781440/

მსგავსი სიახლეები

აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის შედეგები 04.06.2016

აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის შედეგები

შპს "თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის" მიერ ვაკანტური აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული ღია კო...

ვრცლად
კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად! 21.04.2016

კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად!

შპს  „ თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი“  აცხადებს  ღია კონკურსს შემდეგი  ვაკანტური&...

ვრცლად
გარემობილობით ჩასარიცხ სტუდენტთა საყურადღებოდ! 23.08.2018

გარემობილობით ჩასარიცხ სტუდენტთა საყურადღებოდ!

2018 წლის 07 სექტემბრის 17.00 საათამდე მიმდინარეობს გარემობილობით ჩასარიცხ სტუდენტთა მიერ თბილისის ჰუმანიტ...

ვრცლად