საერთაშორისო კონფერენცია პაფოსში 04.11.2023

საერთაშორისო კონფერენცია პაფოსში

2023 წლის 18-21 ოქტომბერს პაფოსში (კვიპროსი) ჩატარდა ევროპის კულტურული ტურიზმის XVI საერთაშორისო კონფერენცია  „ჭკვიანი ტურიზმი/ჭკვიანი ტურისტული ადგილები“. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას იღებდნენ თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის პროფესორი ნონა გელიტაშვილი და ასოცირებული პროფესორები ირმა მოლაშხია და მაია მელაძე (კვლევებისა და განვითარების ცენტრის სპეციალისტი), ასევე ასისტენტი ანა გვარამაძე და კოორდინატორი ირმა წიკლაური. 

კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ: კვიპროსის ტურიზმის სამინისტრო, ევროპული კულტურული ტურიზმის ქსელი ECTN-თან ერთად, რომელიც წარმოადგენს კულტურული ტურიზმის განვითარების სფეროში მომუშავე ერთადერთ პანევროპულ ქსელს და მისი წევრები სხვადასხვა სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციები, კვლევითი ინსტიტუტები და უნივერსიტეტები არიან. ECTN არის მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აფილირებული წევრი. 

კონფერენციაზე ასოცირებულმა პროფესორმა მაია მელაძემ, ასისტენტ ანა გვარამაძესთან ერთად წარადგინა „ჭკვიანი აპლიკაციები საქართველოს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების ცნობადობის გაზრდისთვის“ (Smart Applications in raising awareness of Georgian UNESCO World Heritage Sites). ასოცირებული პროფესორ ირმა მოლაშხიას, პროფესორ ნონა გელიტაშვილის და კოორდინატორ ირმა წიკლაურის საკონფერენციო თემა: „ენერგიის ეფექტურობის ტექნოლოგიები საქართველოში მდგრადი კულტურული ტურიზმისათვის“ (Energy Efficient Technologies for Sustainable Cultural Tourism in Georgia) აუდიტორიას მ. მელაძემ გააცნო. 

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდა ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტისა და გაერთიანების წარმომადგენელი, დაისახა მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივა და ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობა.

გადმოწერა:

დანართი 2

დანართი 3

დანართი 4

დანართი 5

მსგავსი სიახლეები

გამოიცა თჰუს სამართლის ფაკულტეტის პროფესორის, თამარ ჩიტოშვილის სამეცნიერო ნაშრომი 10.02.2021

გამოიცა თჰუს სამართლის ფაკულტეტის პროფესორის, თამარ ჩიტოშვილის სამეცნიერო ნაშრომი

გამოიცა თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის პროფესორის,...

ვრცლად
პირველკურსელთა საყურადღებოდ! შეხვედრა პირველკურსელებთან გაიმართება 23 სექტემბერს 11:00 საათზე! 21.09.2019

პირველკურსელთა საყურადღებოდ! შეხვედრა პირველკურსელებთან გაიმართება 23 სექტემბერს 11:00 საათზე!

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!!! &n...

ვრცლად
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასა და თჰუს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 13.03.2019

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასა და თჰუს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

12 მარტს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასა და თბილისის ჰუმანიტარულ-სასწავლო უნივერსიტე...

ვრცლად