ქართულ-ჩინური პროდუქციის გამოფენა, ექსპოჯორჯიაში!
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წევრ კომპანიებს 6,7, 8 დეკემბერს, 10:00 საათიდან გიწვევთ 2023 წლის რიგით მე-9 ქართულ-ჩინური პროდუქციის გამოფენაზე, რომელიც ექსპო ჯორჯიაში გაიმართება.
გამოფენაში მონაწილეობას მიიღებს 40-მდე ჩინური კომპანია, შემდეგი სექტორებიდან: მაღალი ტექნოლოგიები, სამედიცინო მომსახურება, სოფლის მეურნეობის პროდუქტები/საკვები, ყოველდღიური მოხმარების ნივთები და საყოფაცხოვრებო ტექნიკა, მექანიკური და ელექტრო მოწყობილობები, სამრეწველო აღჭურვილობა, ქიმიური პროდუქტები და ბიზნეს მომსახურება.
გამოფენების ფარგლებში შესაძლებლობა გექნებათ დაამყაროთ საქმიანი კომუნიკაცია, მოიძიოთ პოტენციური პარტნიორები, მომწოდებლები ან/და მომხმარებლები და გააფართოვოთ ბიზნეს არეალი.
გამოფენები გაიხსნება 6 დეკემბერს, მე-6 პავილიონში 11:00-12:30 საათზე, სადაც მონაწილეობას მიიღებენ სამთავრობო ეკონომიკური უწყებების წარმომადგენლები. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ დაესწროთ გახსნის ნაწილსაც.
ხოლო პროდუქციის გამოფენები იქნება მე-4 და მე-5 პავილიონებში.
გამოფენაზე სტუმრობის სურვილის შემთხვევაში გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSchDrWRdG12pmuYoByMZf5LYFS1jUlBA7JGkBvTyAALz0VmTw/viewform
მისამართი: თბილისი, ა. წერეთლის გამზირი #118, ექსპო ჯორჯია.
მსგავსი სიახლეები
R&B ტრანსდისციპლინარული კვლევების ინსტიტუტის საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია
R&B ტრანსდისციპლინარული კვლევების ინსტიტუტის საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია...
ვრცლადუნივერისტეტმა 1000 ლარი დააფინანსა სამართლის მეცნიერთა კავშირის ჟურნალის სამართლის მაცნის მეორე ნომერი
უნივერისტეტმა 1000 ლარი დააფიანსა ააიპ სამართლის მეცნიერთა კავშირს ჟურნალის „სამართლის მაცნის“...
ვრცლადგამოიცა თჰუ სამართლის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის ბატონ დავით გეფერიძის თანაავტორობით ახალი სახელმძღვანელო
გამოიცა თჰუ სამართლის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის დავით გეფერიძის თანაავტორობით...
ვრცლად
