არ გამოტოვო! ონლაინ სამეცნიერო დისკუსია 20.02.2024

არ გამოტოვო! ონლაინ სამეცნიერო დისკუსია

 

2024 წლის 2 მარტს 12:00 სთ-ზე თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის პარტნიორი ორგანიზაციის ა(ა)იპ-„სამართლის მეცნიერთა კავშირის“ ორგანიზებით გაიმართება ონლაინ სამეცნიერო დისკუსია თემაზე,-„სასამართლოში საქმის განხილვის დაჩქარების მექანიზმები-საერთაშორისო გამოცდილება და ქართული კანონმდებლობა“

დისკუსიაზე მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სამეცნიერო წრეების, უნივერსიტეტებისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს, ადვოკატებს, მოსამართლეებს, პროკურორებსა და პრაქტიკოს იურისტებს.

მომხსენებლები:

კახა წიქარიშვილი-საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სამართლისა და პოლიტიკის სკოლის პროფესორი, სამართლის მეცნიერთა კავშირის წევრი.

„საქმეთა გაჭიანურების მიზეზები, საქმეთა დაჩქარების საერთაშორისო სტანდარტები“ 

შალვა ქურდაძე- სამართლის დოქტორი, ანდრიას ქართული უნივერსიტეტის პროფესორი, სამართლის მეცნიერთა კავშირის გამგეობის წევრი.

„საქმის დაჩქარების სამართლებრივი მექანიზმები საქართველოში

დასკვნითი ნაწილი დაეთმობა დისკუსიას.

ღონისძიების სრული ვიდეო ჩანაწერი ხელმისაწვდომი იქნება როგორც youtube -ზე, ასევე „სამართლის მეცნიერთა კავშირის“ ვებ-გვერდზე.

მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ 2024 წლის 29 თებერვლის ჩათვლით მითითებულ სარეგისტრაციო ბმულზე

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSeAStGkmvz623cxDFekaAy2bXzHPlrzc_1gLCYEgujhKSiVAw/viewform?pli=1

მსგავსი სიახლეები

ერთად შევქმნათ ძლიერი და წარმატებული საფეხბურთო გუნდი! 11.10.2025

ერთად შევქმნათ ძლიერი და წარმატებული საფეხბურთო გუნდი!

ძვირფასო სტუდენტებო, იწყება ფეხბურთის გუნდის მონაწილეთა შერჩევა-გაახლება!  გაქვთ შესაძლებლობა შეუერთდეთ ჩვენი უნივერსიტეტის საფეხბურთო გუნდს! ...

ვრცლად
საუნივერსიტეტო საზოგადოების საყურადღებოდ! 01.06.2026

საუნივერსიტეტო საზოგადოების საყურადღებოდ!

სამართლის, ბიზნესის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე მოქმედი აკადემიური პროგრამის განვითარების დარგობრივი კომისიის მიერ შემუშავდა სამართლის 180 კრედიტი...

ვრცლად