ეკატერინე მარუაშვილი

ეკატერინე მარუაშვილი

პროფესორი

ფილოლოგიის აკადემიური დოქტორი; 2003 წელს დაამთავრა ილია ჭავჭავაძის სახელობის ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტი და მიენიჭა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი საშუალო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებლის კვალიფიკაციით. 2006 წელს დაამთავრა იმავე უნივერსიტეტის მაგისტრატურა; მიენიჭა ინგლისური ენის სწავლების თეორიისა და პრაქტიკის მაგისტრის აკადემიური ხარისხი. 2013 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტურანტურა და მიენიჭა ფილოლოგიის დოქტორის აკადამიური ხარისხი. 2009 წელს დიდ ბრიტანეთში გაიარა ინგლისური ენის სრული კურსი ბარლინგტონის სკოლაში (ლონდონი). 2003 წლიდან ეწევა სამეცნიერო- პედაგოგიურ მოღვაწეობას სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. გამოქვეყნებული აქვს 30-მდე ნაშრომი როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო ჟურნალებში. მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში.