საერთაშორისო პარტნიორები
თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტისა და მისი უცხოური პარნტიორების, მათ შორის, საზღვარგარეთის სასწავლო და სამენცნიერო დაწესებულებების საქმიანი ურთიერთობების კოორდინაციას, ასევე უცხოელ სტუდენტთა მხარდაჭერას უზრუნველყოფს საერთაშორისო ურთიერთობებისა და უცხოელ სტუდენტთა მხარდაჭერის განყოფილება, რომელსაც ხელმძღვანელობს საერთაშორისო ურთიერთობებისა და უცხოელ სტუდენტთა მხარდაჭერის მენეჯერი.
საერთაშორისო ურთიერთობებისა და უცხოელ სტუდენტთა მხარდაჭერის განყოფილება შეიმუშავებს თჰუ-ს საერთაშორისო ურთიერთობებისა და უცხოელ სტუდენტთა მხარდაჭერის განვითარების გეგმის პროექტს, რომელსაც წარუდგენს აკადემიურ საბჭოს განსახილველად; აწარმოებს მოლაპარაკებებს უცხოეთის შესაბამის ორგანიზაციებთან და სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულებებთან თჰუ-სთან პარტნიორული ურთიერთობების დამყარებასთან დაკავშირებით; ამზადებს შესაბამისი ხელშეკრულებებისა და მემორანდუმების, ასევე სტუდენტური გაცვლისა და აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამების პროექტებს; ახორციელებს თჰუ-ს დელეგაციების საზღვარგარეთის პარტნიორ ორგანიზაციებსა და უნივერსიტეტებში ვიზიტების, ასევე უცხო ქვეყნების რეზიდენტი პარტნიორი ორგანიზაციებისა და სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულებების დელეგაციების საქართველოში ვიზიტების ორგანიზებას; უზრუნველყოფს თჰუ-ს საქმიანობისა და მის მიერ რეალიზებული საგანმანათლებლო პროგრამების უცხოეთში, მათ შორის უცხოურ ვებ-გვერდებზე პოპულარიზაციის პროცესის მხარდაჭერას; ახორციელებს თჰუ-ში სწავლის სურვლის მქონე უცხოელებისა და თჰუ-ს უცხოელი სტუდენტების მხარდაჭერასა და საინფორმაციო უზრუნველყოფას.
საერთაშორისო ურთიერთობებისა და უცხოელ სტუდენტთა მხარდაჭერის სამსახური
ტელ: +995 32 254 59 08
ელ-ფოსტა: international@thu.edu.ge
თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის საერთაშორისო პარტნიორები:
სამართლის ფაკულტეტის სტუდენტთა სტაჟირება გერმანიაში
DMEDICAL-სა და თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტს შორის შეთანხმება
ანტალიის ტურიზმის აკადემიასა და თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტს შორის შეთანხმება