აკადემიური საბჭო
აკადემიური საბჭო წარმოადგენს თჰუს უმაღლეს მართვის ორგანოს, რომელიც იღებს გადაწყვეტილებებს მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება 13 წევრით. აკადემიური საბჭოს შემადგენლობაში თანამდებობრივად შედის უნივერსიტეტის რექტორი და ვიცე-რექტორი.
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარეა რექტორი;
უნივერსიტეტის ფაკულტეტები წარმოდგენილია თანაბარი რაოდენობის აკადემიური პერსონალიდან არჩეული 4 წარმომადგენლით; აკადემიური საბჭოს 2 წევრს აკადემიური პერსონალიდან ნიშნავს რექტორი; აკადემიურ საბჭოში შედის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის უფროსი, კვლევებისა და განვითარების ცენტრის უფროსი. აკადემიურ საბჭოში შედის 1 კურსდამთავრებული, რომელსაც წარმოადგენს სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერილი განვითარების სამსახური. ასევე აკადემიურ საბჭოში შედის სტუდენტური თვითმმართველობის მიერ წარმოდგენილი 2 სტუდენტი, რომელთა არჩევაც ხდება სტუდენტების მიერ, პირდაპირი, თავისუფალი და თანასწორი არჩევნების გზით, ფარული კენჭისყრით. არჩევნების ორგანიზებას უზრუნველყოფს სტუდენტური თვითმმართველობა.
თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის დებულების მე-9 მუხლის, თჰუ რექტორის 2023 წლის 25 მაისის N14/06 ბრძანებისა და აკადემიური საბჭოს საარჩევნო კომისიის 2023 წლის 25 მაისის N1/2023 ოქმის შესაბამისად, თჰუს აკადემიური საბჭო განსაზღვრულია შემდეგი შემადგენლობით:
1) ვალენტინა საყვარელიძე – აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე, თჰუ რექტორი;
2) მედეა ჭელიძე ვიცე-რექტორი;
3) ირინე არჯევანიძე - (სამართლის, ბიზნესის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი); 25.03.2025-დან;
4) ნიკა დუდაშვილი (სამართლის, ბიზნესის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი);
5) ნანა ბიჩენოვი (სამართლის, ბიზნესის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი);
6) ლია ჭიღლაშვილით (სამართლის, ბიზნესის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი);
7) ნინო აბაიშვილი (ჯანდაცვის ფაკულტეტი);
8) ნინო ორმოცაძე (ჯანდაცვის ფაკულტეტი);
9) ნანა ბარნაბიშვილი (ბიბლიოთეკის უფროსი);
10) გივი მაკალათია (კვლევებისა და განვითარების ცენტრის უფროსი) 14.03.2025 -დან;
11) საბა ფოფხაძე - სტუდენტი;
12) იაგო ჯოჯუა - სტუდენტი; 14.03.2025 -დან;
13) მელანო ბალანჩივაძე - კურსდამთავრებული; 25.03.2025-დან;
თჰუ-ს აკადემიური საბჭოს უფლებამოსილების ვადაა - 2027 წლის 25 მაისი;| Cre