ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური

თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტში ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური წარმოადგენს უნივერსიტეტის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სტრუქტურულ ერთეულს, რომლის მთავარი დანიშნულებაა უზრუნველყოს უნივერსიტეტში მიმდინარე ყველა პროცესის ხარისხიანად დაგეგმვა, განხორციელება, შეფასება და გაუმჯობესება. იგი ქმნის სისტემურ ჩარჩოს, რომელიც ემყარება როგორც საერთაშორისო სტანდარტებსა და საუკეთესო პრაქტიკას (ESG, IQM, ევროპის უმაღლესი განათლების სივრცის ჩარჩო–დოკუმენტები), ასევე ეროვნულ კანონმდებლობასა და უნივერსიტეტის სტრატეგიულ მიზნებს.
სამსახურის საქმიანობა მიმართულია ხარისხის კულტურის განმტკიცებისა და უწყვეტი განვითარებისაკენ, რაც გულისხმობს სტუდენტზე ორიენტირებულ გარემოს შექმნას, აკადემიური თავისუფლების დაცვასა და გამჭვირვალე, მონაწილეობით პროცესებზე დაფუძნებულ მართვას. იგი უზრუნველყოფს PDCA (დაგეგმე–განახორციელე–შეამოწმე–იმოქმედე) ციკლის რეალიზებას უნივერსიტეტის ყველა მიმართულებაში: საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხის განვითარებაში, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის პროფესიულ ზრდაში, სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში, ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობაში, სტუდენტურ მხარდაჭერასა და სერვისებში, რესურსების ეფექტიან მართვასა და მთლიანად მმართველობით სისტემაში.
2013 წლიდან, უნივერსიტეტის ავტორიზაციის მიღების შემდეგ, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა ჩამოაყალიბა მტკიცე შიდა მექანიზმები, რომლებიც ეფუძნება კანონმდებლობას, ევროპულ სტანდარტებსა და საუკეთესო პრაქტიკას. სწორედ ამ მექანიზმების საშუალებით უნივერსიტეტში იქმნება სტუდენტზე ორიენტირებული გარემო, აღინიშნება გამჭვირვალე და მონაწილეობითი მართვის კულტურა და მუდმივად იზრდება აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის პროფესიული განვითარება. 
დღეს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური არა მხოლოდ აკრედიტაციისა და ავტორიზაციის პროცესის მხარდამჭერი სტრუქტურაა, არამედ უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი ძალა, რომელიც ხელს უწყობს სწავლებისა და კვლევის ხარისხის ზრდას, რესურსების ეფექტიან მართვას და საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციას. 
თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტს შემუშავებული აქვს ხარისხის უზრუნველყოფის პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც ეფუძნება ეროვნულ და საერთაშორისო სტანდარტებს და მიზნად ისახავს სწავლებისა და კვლევის ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებასა და სტუდენტზე ორიენტირებული გარემოს შექმნას. 

ხარისხის უზრუნველყოფის პოლიტიკა 

უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური თანამშრომლობს ეროვნულ და საზღვარგარეთის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ხარისხის უზრუნველყოფის სფეროში. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს ნიშნავს რექტორი ბრძანებით. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია დამფუძნებელის, რექტორის და აკადემიური საბჭოს წინაშე.

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი: ნინო სეფაშვილი
ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტი: ანა ზუბაშვილი