ფაკულტეტის შესახებ

ძვირფასო სტუდენტებო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება თბილისის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში! ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტზე თქვენ დაგხვდებათ კომფორტული და მეგობრული გარემო, ინდივიადუალურ მიდგომაზე დაფუძნებული კონსულტირების სისტემა, განვითარებაზე ორიენტირებული აკადემიური და სასწავლო სივრცე.

თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი  სტუდენტებს სთავაზობს საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებულ ქართულენოვან და რუსულენოვან საბაკალავრო პროგრამებს ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით.

ჩვენი ფაკულტეტი სტუდენტებს გაცვლით პროექტებში აქტიური ჩართულობის შესაძლებლობას აძლევს.  ყოველწლიურად იმართება სტუდენტური კონფერენციები, ვორქშოპები, ვებინარები, ბიზნესის მასტერკლასები, რაც სტუდენტებს ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე მიმდინარე პროცესებისა და  თანამედროვე გამოწვევების  შესახებ საჭირო ინფორმაციას აწვდის. 

ჩვენი ფაკულტეტი დაკომპლექტებულია როგორც თეორიული ცოდნის, ასევე პრაქტიკული უნარების მქონე ლექტორებისგან, რომლებიც მუდმივად ვითარდებიან, იცნობენ  ადგილობრივი და საერთაშორისო შრომითი ბაზრების მოთხოვნებს და აღნიშნული პროგრამების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად  განვითარებაში თავადვე შეაქვთ დიდი წვლილი.  ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალს აქვს ევროპის უნივერსიტეტებში კვლევისა და სწავლების გამოცდილება, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ინტერნაციონალიზაციის ელემენტებს და ხარისხზე ორიენტირებულობას სასწავლო პროცესში.

 

წარმატებულ სტუდენტობას გისურვებთ!

დეკანი -  პროფესორი ნონა გელიტაშვილი

nonagelita@yahoo.com