სტომატოლოგიური კლინიკა
დამტკიცებულია თჰუ ჯანდაცვის ფაკულტეტის საბჭოს
საბჭოს 2022 წლის 30/12 №47 სხდომაზე
ჯანდაცვის ფაკულტეტის სტომატოლოგიური კლინიკის დებულება
მუხლი 1. სტატუსი
1. წინამდებარე დებულება განსაზღვრავს თჰუ ჯანდაცვის ფაკულტეტის სტომატოლოგიური კლინიკის სტატუსსა და ფუნქციებს.
2. ჯანდაცვის ფაკულტეტის სტომატოლოგიური კლინიკა (შემდგომში „კლინიკა“) წარმოადგენს თჰუ-ს ჯანდაცვის ფაკულტეტის სასწავლო საგანმანათლებლო სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც ჯანდაცვის ფაკულტეტზე რეალიზებული სტომატოლოგიის პროგრამის ფარგლებში სასწავლო პრაქტიკის სილაბუსით განსაზღვრული სასწავლო პრაქტიკის კომპონენტის ათვისებას უზრუნველყოფს.
3. კლინიკა, ამ დებულებით, სტომატოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული და შესაბამისი სილაბუსების საფუძველზე უზრუნველყოფს სასწავლო პრაქტიკული კურსის რეალიზაციას, რაც თავის მხრივ ორიენტირებულია გამოუმუშავოს ფაკულტეტის სტუდენტებს პრაქტიკული საქმიანობის სათანადო პროფესიული უნარ-ჩვევები.
მუხლი 2. მიზანი და ფუნქციები
- სტომატოლოგიური კლინიკის მიზანია:
სტუდენტის მიერ პროფესიული და პრაქტიკული კლინიკური უნარ–ჩვევების გამომუშავება და აკადემიურ გარემოში შეძენილი კომპეტენციების ცოდნა , უნარები და პასუხისმგებლობა. - კლინიკა უზრუნველყოფს სტომატოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამებით გათვალისწინებული პროფესიული სასწავლო პრაქტიკის კურსის სასწავლო კომპონენტის სტუდენტების მიერ რეალიზაციას;
- კლინიკა ხელს უწყობს სტუდენტის მიერ მიღებული თეორიული ცოდნის განმტკიცებასა და ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარის განვითარებას, სტუდენტის მიერ პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებას და აკადემიურ გარემოში შეძენილი კომპეტენციების (ცოდნისა/ უნარების/პასუხისმგებლობის) რეალურ ან/და იმიტირებულ ცხოვრებაში გამოცდას. არჩეული სპეციალობის თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გაღრმავებასა და განმტკიცებას და მის გამოყენებას კონკრეტული პრაქტიკული ამოცანების გადასაწყვეტად; სტუდენტის მზაობის შემოწმებას დამოუკიდებელი მუშაობისათვის თანამედროვე მოთხოვნების პირობებში.
მუხლი 3. კლინიკის სტრუქტურა
1. კლინიკას ხელმძღვანელობს ჯანდაცვის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის წევრი.
2. კლინიკაში საქმიანობას ახორციელებენ პროფესიული პრაქტიკის მიმართულებების სილაბუსების ავტორი აკადემიური თანამდებობის პირები.
3. კლინიკაში სამუშაოდ შეიძლება მოწვეულ იქნან პრაქტიკოსი სპეციალისტები.
მუხლი 4. კლინიკის აღჭურვილობა
თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სტომატოლოგიური კლინიკა აღჭურვილია თანამედროვე სამედიცინო აპარატურითა და სტომატოლოგიური დანადგარებით,ლაბარატორიებით, რომლებიც ხელს უწყობენ პრაქტიკული და კლინიკური უნარ- ჩვევების გამომუშავებას და განვითარებას.
მუხლი 5. საქმიანობის სფერო და წესი
1. სასწავლო პრაქტიკის განხორციელების პროცესი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
ა) მოსამზადებელი შეხვედრა,
ბ) სტუდენტის ინფორმირება პრაქტიკის ხელმძღვანელის მიერ და სილაბუსის შინაარსის გაცნობა;
გ) სამუშაო პროცესში ჩართვა და სილაბუსის შესაბამისად დაგეგმილი აქტივოვების განხორციელება;
დ) სტუდენტის კონსულტირება პრაქტიკის ხელმძღვანელის მიერ;
ე) პრაქტიკის შუალედური მიმოხილვა/შეფასება პრაქტიკის ხელმძღვანელის მიერ;
ვ) პრაქტიკის საბოლოო შეფასება.