Erasmus+

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის!

Erasmus+

Erasmus+ არის ევროკავშირის პროგრამა განათლების, სწავლების, ახალგაზრდობისა და სპორტის სფეროებში 2021-2027 წლებისთვის. ეს არის ის საკვანძო სფეროები, რომლებიც ხელს უწყობს მოქალაქეებს როგორც პიროვნულ, ასევე პროფესიულ განვითარებაში. მაღალი ხარისხის ინკლუზიური განათლება და სწავლება, ისევე როგორც არაფორმალური განათლება, საბოლოოდ ახალგაზრდებსა და სხვა ასაკის მონაწილეებს აძლევს იმ კვალიფიკაციებსა და უნარებს, რომლებიც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში სამოქალაქო ჩართულობის, კულტურათაშორისი გაგებისა და შრომის ბაზარზე წარმატებული გადასვლის ხელშესაწყობად.

2014-2020 წლების პროგრამის წარმატებულ პრაქტიკაზე დაყრდნობით, Erasmus+ აძლიერებს ძალისხმევას, რომ კიდევ უფრო მეტად გაზარდოს შესაძლებლობების რაოდენობა მეტი მონაწილისა და ფართო სპექტრის ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ფოკუსირებულნი არიან ხარისხობრივ შედეგებზე და ხელს უწყობენ მეტად ინკლუზიური, ერთიანი, მწვანე და ციფრულად მორგებული საზოგადოების შექმნასმობილური, მულტიკულტურული და ციფრული სამყაროს ცვალებადობის საპასუხოდ, Erasmus+ მხარს უჭერს ევროპული განათლების სივრცეს და ციფრული განათლების სამოქმედო გეგმას (2021-2027).

საერთაშორისო კრედიტ მობილობა (International Credit Mobility – ICM) - მოკლევადიანი გაცვლითი პროგრამაა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებისთვის და აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალისთვის. გაცვლითი პროგრამები ხორციელდება საქართველოს და ევროპის უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული საპარტნიორო ხელშეკრულების ფარგლებში.

Erasmus+  ICM პროგრამის ძირითადი მახასიათებლებია:

* მობილობის შესაძლებლობა ყველა საფეხურზე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა);

* მობილობა ყველა მიმართულებაზე;

* სასწავლო მობილობა სტუდენტებისათვის: 2 დან 12 თვემდე;

* აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალისათვის: 5 დღიდან 2 თვემდე;

* მობილობის მიმართულებები და რაოდენობები დამოკიდებულია უნივერსიტეტებს შორის არსებულ შეთანხმებაზე.

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი, Erasmus + პროგრამის ფარგლებში,  თანამშრომლობს რამდენიმე ევროპულ უნივერსიტეტთან. მათ შორისაა:

1. პიტესტის უნივერსიტეტი (რუმინეთი)

2. აშაფენბურგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (გერმანია)

3. მიკოლას რომერის სახელობის უნივერსიტეტში (ლიეტუვა)

4. სამედიცინო უნივერსიტეტი - სოფია (ბულგარეთი).

გისურვებთ წარმატებებს!

საკონტაქტო ინფორმაცია

ტელ: +995 32 254 59 08

ელ-ფოსტა: international@thu.edu.ge