თჰუში ჩატარდა სტუდენტური კონფერენცია თემაზე: „აღმოსავლეთ პარტნიორობა (Eastern Partnership - EaP) და ბიზნესის განვითარების პერსპექტივები კავკასიის რეგიონში“
2018 წლის 25 მაისს, ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის ორგანიზებით, ჩატარდა სტუდენტური კონფერენცია თემაზე: „აღმოსავლეთ პარტნიორობა (Eastern Partnership - EaP) და ბიზნესის განვითარების პერსპექტივები კავკასიის რეგიონში“ ("Eastern Partnership - EaP and Business Development Perspectives in the Caucasus Region"). კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ბაკალავრიატის საფეხურის ქართული და რუსული პროგრამების მე-2, მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტებმა. კონფერენციის გახსნაზე მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვეს: ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დეკანმა - პროფ. ნონა გელიტაშვილმა, ასევე მოწვეულმა სტუმარმა - ორგანიზაცია ProActive Group Georgia-ს ხელმძღვანელმა, „ახალგაზრდა ევროპელმა ელჩმა“ - გიორგი აგირბაიამ. კონფერენციაზე წარმოდგენილი თემები შეეხებოდა აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების - საქართველოს, აზერბაიჯანის, მოლდოვას - ეკონომიკურ მდგომარეობასა და ბიზნესის განვითარებას, ევროკავშირის მიერ ამ ქვეყნებში განხორცილებულ და დაგეგმილ პროექტებს. თითოეული გამომსვლელის შემდეგ გაიმართა დისკუსია განხილული თემების გარშემო. კონფერენციის ბოლოს, ჟიურიმ შეარჩია 3 საუკეთესო პრეზენტატორი, რომლებიც დასაჩუქრდნენ „ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის“ მიერ გადმოცემული წიგნებით. ყველა მონაწილეს გადაეცა კონფერენციაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატი. კონფერენციისთვის მომზადებული მოხსენებები გამოიცემა კრებულის სახით.
მსგავსი სიახლეები
ტრენინგი თემაზე: კარიერის დაგეგმვა და მართვა
2021 წლის 27-31 მაისის ჩათვლით სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების სამსახურის და ფინანსთა სამინისტროს აკადემიის ორგანიზებით თ...
ვრცლადტრენინგი: ხელისუფლების საქმიანობის მონიტორინგის მეთოდები და მექანიზმები
პარასკევს 13 დეკემბერს 14 საათზე საკონფერენციო დარბაზში ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის წ...
ვრცლადონლაინ ტრენინგი: როგორ შევქმნათ Scopus-ის, Web of Science-ის, Google Scholar-ის პროფილი
2020 წლის 11 ნოემბერს, ოთხშაბათს, 21:00 საათზე, უნივერსიტეტის კვლევებისა და განვითარების ცენტრის ორგანიზებ...
ვრცლად
