თჰუში ჩატარდა სტუდენტური კონფერენცია თემაზე: „აღმოსავლეთ პარტნიორობა (Eastern Partnership - EaP) და ბიზნესის განვითარების პერსპექტივები კავკასიის რეგიონში“ 18.06.2018

თჰუში ჩატარდა სტუდენტური კონფერენცია თემაზე: „აღმოსავლეთ პარტნიორობა (Eastern Partnership - EaP) და ბიზნესის განვითარების პერსპექტივები კავკასიის რეგიონში“

2018 წლის 25 მაისს, ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის ორგანიზებით, ჩატარდა სტუდენტური კონფერენცია თემაზე: „აღმოსავლეთ პარტნიორობა (Eastern Partnership - EaP) და ბიზნესის განვითარების პერსპექტივები კავკასიის რეგიონში“ ("Eastern Partnership - EaP and Business Development Perspectives in the Caucasus Region"). კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ბაკალავრიატის საფეხურის ქართული და  რუსული პროგრამების მე-2, მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტებმა. კონფერენციის გახსნაზე მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვეს: ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დეკანმა - პროფ. ნონა გელიტაშვილმა, ასევე მოწვეულმა სტუმარმა - ორგანიზაცია ProActive Group Georgia-ს ხელმძღვანელმა, „ახალგაზრდა  ევროპელმა ელჩმა“ - გიორგი აგირბაიამ. კონფერენციაზე წარმოდგენილი თემები შეეხებოდა აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების - საქართველოს, აზერბაიჯანის, მოლდოვას - ეკონომიკურ მდგომარეობასა და ბიზნესის განვითარებას, ევროკავშირის მიერ ამ ქვეყნებში განხორცილებულ და დაგეგმილ პროექტებს. თითოეული გამომსვლელის შემდეგ გაიმართა დისკუსია განხილული თემების გარშემო. კონფერენციის ბოლოს, ჟიურიმ შეარჩია 3 საუკეთესო პრეზენტატორი, რომლებიც დასაჩუქრდნენ „ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის“ მიერ გადმოცემული წიგნებით. ყველა მონაწილეს გადაეცა კონფერენციაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატი. კონფერენციისთვის მომზადებული მოხსენებები გამოიცემა კრებულის სახით.

მსგავსი სიახლეები

Erasmus+ KA107 პროექტი - რუმინეთის Pitesti-ს უნივერსიტეტის ონლაინ საერთაშორისო კვირეული 07.03.2021

Erasmus+ KA107 პროექტი - რუმინეთის Pitesti-ს უნივერსიტეტის ონლაინ საერთაშორისო კვირეული

წარმატებით  დასრულდა Erasmus+ KA107  პროექტის I ეტაპი, რომელიც   რუმინეთის, პიტეშტის უ...

ვრცლად
ტურიზმისა და ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამები დამტკიცებულია! 16.11.2016

ტურიზმისა და ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამები დამტკიცებულია!

სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა თჰუ-ს მიერ წარდგენილი ტურიზმისა და ფსიქოლოგიის საბ...

ვრცლად