ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასა და თჰუს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
12 მარტს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასა და თბილისის ჰუმანიტარულ-სასწავლო უნივერსიტეტს შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც რეგიონის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა-პოპულარიაზაციის ხელშეწყობას ითვალისწინებს.
ოფიციალურ დოკუმენტს, ხელი ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა და თბილისის ჰუმანიტარული- სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, ვალენტინა საყვარელიძემ მოაწერეს.
სახელმწიფო რწმუნებულმა, რეგიონის მრავალფეროვანი ტურისტული პოტენციალის შესახებ ისაუბრა, უნივერსიტეტის რექტორსა და პროფესორ-მასწავლებლებს მადლობა გადაუხადა და სფეროს, განვითარების პროცესში, ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, სამხარეო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების პრაქტიკული კომპონენტის რეალიზაციას. უნივერსიტეტი კი, ტურიზმის სფეროს განვითარებას ინტელექტუალური რესურსისა და შესაძლებლობების ჩართულობით შეუწყობს ხელს.
მსგავსი სიახლეები
ჩეხეთის სახელმწიფოს სტიპენდიები სტუდენტებისა და მკვლევარებისთვის
ჩეხეთის სახელმწიფომ საქართველოს მოქალაქეებისთვის 2021-2022 წლსთვის გამოყო სტიპენდიები&nb...
ვრცლადთჰუსა და საქართველოს უზენაეს სასამართლოს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტსა და საქართველოს უზენაეს სასამართლოს შორის გაფორმდა ურთიერ...
ვრცლად2019 წლის 8 ივნისს თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდა სამართლის ფაკულტეტის საბჭოს სხდომა
2019 წლის 8 ივნისს თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდა სამართლის ფაკულტეტის საბჭოს ს...
ვრცლად
