სტუდენტთა საყურადღებოდ! ვიწყებთ პროექტს - როცა ერთმანეთს ვჭირდებით 30.05.2019

სტუდენტთა საყურადღებოდ! ვიწყებთ პროექტს - როცა ერთმანეთს ვჭირდებით

სტუდენტთა საყურადღებოდ! ვიწყებთ პროექტს "როცა ერთმანეთს ვჭირდებით"

 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სტუდენტთა ჯგუფის ინიციატივით ახორციელებს ორგანიზებულ პროექტს "როცა ერთმანეთს ვჭირდებით". პროექტი მიზნად ისახავს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მხარდაჭერას, კერძოდ მოწყვლადი ჯგუფების მოზარდთა სასწავლო პროცესში სრულფასოვან ინტეგრაციას.

 

მოხალისე სტუდენტთა ჯგუფი, ბავშვებს დაეხმარება სასკოლო განათლების პროცესში საგანმანათლებლო საჭიროებების დაკმაყოფილებაში,  სწავლის ინტერესის გაღვივებაში, თვითგანვითარების გაფართოებასა და სხვადასხვა პროფესიის შესახებ მეტი ინფორმაციის მიწოდებაში, რათა მოზარდმა უკეთ შეძლოს სწორი არჩევანის გაკეთება.

 

მივმართავთ ყველა სტუდენტს აქტიურად ჩაერთოს მასშტაბურ მოხალისეობრივ საქმიანობაში. 

 

დაინტერესების შემთხვევაში მოგვმართეთ სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების სამსახურს (ოთახი №17)

მსგავსი სიახლეები

თჰუ-ს შიდა საგრანტო კონკურსის შედეგები 27.07.2021

თჰუ-ს შიდა საგრანტო კონკურსის შედეგები

თჰუ შიდა საგრანტო სისტემის საშუალებით სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის მხარდაჭერისა და განვითარების მიზნით თჰუ-ს ასოცირებულ პროფესორს მარინ...

ვრცლად
აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის შედეგები 28.12.2020

აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის შედეგები

შპს "თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის" მიერ ვაკანტური აკადემიური თანამდებობ...

ვრცლად